ჩიანგმაის სამეფო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიანგმაი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩიანგმაის სამეფო, ჩიენგმაიშუა საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო ჩრდილოეთ ტაილანდის ტერიტორიაზე. სახელი მიიღო ამავე სახელწოდების ქალაქიდან, რომელიც 1296 წელს დააარსა მანგრაიმ-ჩიანგრაის სამთავროს მფლობელმა. XIV საუკუნეში ხშირად ომობდა სიამის (აიუთაია) სამეფოსთან. XVI-XVIII საუკუნეებში ჩიანგმაი ძირითადად ბირმის ან სიამის ხელქვეითი იყო: 1556-1595 წლებში ბირმის, 1595-1615 წლებში სიამის ვასალი, 1615 წელს მიიტაცა ბირმამ, 1662 წელს - სიამმა, 1664 წელს - ისევ ბირმამ, 1727-1764 წლებში დამოუკიდებელი იყო, 1764 წელს კვლავ მიიტაცა ბირმამ. 1775 წელს ჩიანგმაის სამეფო სიამის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!