სასტუმრო ჩელსი (ინგლ.Hotel Chelsea) — სასტუმრო და ისტორიული ადგილი ქალაქ ნიუ-იორკში, ძირითადად ცნობილი მისი ხანგრძლივი მდგმურების ისტორიით. აქ ცხოვრობდა მრავალი მწერალი, მუსიკოსი, მსახიობი, მათ შორის ბობ დილანი, ჯენის ჯოპლინი, პატი სმიტი, ლეონარდ კოენი, არტურ კლარკი, დილან ტომასი, სიდ ვიციუსი, რობერტ მაპლთორპი, ლარი რივერსი და ენდი უორჰოლის სტუდიასთან „The Factory“ დაკავშირებული მრავალი ადამიანი. სასტუმრო მდებარეობს მანჰეტენისჩელსის უბანში, უესტ 23-ს ქუჩის 222-ში, მეშვიდე და მერვე ავენიუებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ხანგრძლივ მდგმურებს უკვე აღარ იღებს, შენობაში კვლავაც ცხოვრობს მრავალი გამოჩენილი ადამიანი. სტუმრების გაჩერების მაქსიმალური ვადაა 24 ღამე.