ჩათყალის ველი — ველი მდინარე ჩათყალის ზემოთში, დასავლეთ ტიან-შანში, ყირგიზეთში, მდებარეობს ფსქემის, სანდალაშის ქედებსა (ჩრდილო-დასავლეთი) და ჩათყალის ქედს (სამხრეთ-აღმოსავლეთი) შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება თალასის ალათაუ. სიმაღლე 1000-2500 მ. ჩათყალის ველის ძირზე და ფერდობებზე მინდვრები, კაკლისა და ღვიის ტყეებია. არის მთის საძოვრები.
ლიტერატურა