„ყველაფერი კარგად იქნება“ — 2009 წლის ქართული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ფილმი აწარმოა კომპანია ვარს-სტუდიომ. მონაწილეობენ ნიკო გომელაური, შორენა ბეგაშვილი, ლარისა რეშეტკო, სანდრო მარგალიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ირაკლი აფაქიძე, დუტა სხირტლაძე, აპოლონ კუბლაშვილი და სხვები.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სიუჟეტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი (დუტა სხირტლაძე) გზავნის საქართველოს ერთ-ერთ მინისტრს (ნიკო გომელაური) ინდოეთში ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოსასვენებლად. მას უთვალთვალებენ რუსეთის სპეცსამსახურებისა და სომეხთა მასონური ლოჟის აგენტები. თბილისის აეროპორტში მან გაიცნო ახალგაზრდა გოგონა ანი (შორენა ბეგაშვილი), რომელიც კიევში მიემგზავრებოდა, მაგრამ ვერ წავიდა, რადგან მეუღლემ პასპორტი წაართვა. იქვე გადაწყდა, რომ ანი მინისტრს წაჰყვება „საიდუმლო საქმეზე“ გოას მიმართულებით.
რესურსები ინტერნეტში