ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია (ყაზახ.Қазақ Кеңес энциклопедиясы) — პირველი და უმსხვილესი უნივერსალური ენციკლოპედიაა ყაზახურ ენაზე. გამოქვეყნდა 1972—1978 წლებში 12 ტომად. გამოიცა საცნობარო ტომიც.
ენციკლოპედია შეიქმნა ყაზახეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის მიერ.
მთავარი რედაქტორი — მუჰამეჯან ყარატაევი.
დაედო საფუძვლად 1985 წელს გამოცემულ ოთხტომეულ ”ყაზახეთის სსრ” ყაზახურ და რუსულ ენებზე.
ყაზახურ საბჭოთა ენციკლოპედიაში სულ 48 931 სტატიაა, გარდა ამისა, გამოცემა ფერად და შავ-თეთრ ჩანართ რუკებს, პორტრეტებს, დიაგრამა-ტაბულებსა და სქემებს შეიცავს.