ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა

ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა ან ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა იგივე ქრონიკები — ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით „შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული“ საქართველოს ისტორიის კრებული, გამოცემული 1892, 1897 და 1967 წლებში 3 ტომად თედო ჟორდანიას მიერ.

ტ. I — ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა

„ქრონიკების“ I ტომის სახელწოდებაა — „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, ტფილისი, სტამბა მ. შარაძისა, 1892. ნებადართულია ცენზურით 1892 წლის 28 იანვარს.

შინაარსი

(ტექსი შეესაბამება დედნის ჩანაწერს)

  • წინასიტყვაობა
    • თავი I — ქართლის ცხოვრების ნაკლულევანებანი.
    • თავი II — თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ ქ-ცხბაში შეტანილი ცნობები.
    • თავი III — ვახტანგ მეფის და სხვათაგან ქ-ცხბაში შეტანილი ცნობები.
    • თავი IV — Chronique armenienne-ის განხილვა.
    • თავი V — სუმბატის ქრონიკის და ქ-ცხბის შედარება.
    • თავი VI — განხილვა საეკლესიო მატიანისა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“.
    • თავი VII — ვრცელი განხილვა იმისი, თუ რომელ მატეანეთაგან, როდის და ვისგან შედგენილია ქ-ცხბა.
    • თავი VIII — მოკლე განხილვა ქ-ცხბის ქრონოლოგიისა.
    • თავი IX — რამდენიმე სიტყვა ამ წიგნში დაბეჭდილ ისტორიულ ცნობებზე.
    • წინასიტყვაობა არსენ კ~ზის ისტორიულის წერილისა.
  • I — მითოლოგიური ცნობა ქართველთა გვარ-ტომობაზე.
  • II — გუჯარი სინოდ. კანტორისა №286.
  • III — „მოქცევაჲ ქართლისაჲ“.
  • IV — მოქცევა სომეხთა.
  • V — ეფრემ მცირის წერილი.
  • VI — საეკლესიო მატიანიდამ ამოღებული ცნობები.
  • VII — აფხაზთ მეფეთა ქრონიკა.
  • VIII — ბასილ კ~ზის წერილიდამ.
  • IX — წ~ა გურანდუხტის წამებიდამ.
  • X — ცნობები კეისარის ერეკლეს სპარსეთს გალაშქრებაზე.
  • XI — სუმბატის ქრონიკიდამ.
  • XII — წრომის წარწერანი.
  • XIII — წ~ა აბოს ცხოვრებიდამ და სამოელ კ~ზის წერილი.
  • XIV — სია ზედაზნელთა მამათა.
  • XV — სია ქართლისა კათალიკოზთა X-XIII საუკ.
  • XVI — წ-ა ნიკოლოზის ეკლესიის ქრონიკა.
  • XVII — მარტვილის ჯვარის მე-X საუკ. წარწერა.
  • XVIII — დადიანთა ქრონიკა.
  • XIX — სინოდ. კანტორის მე-X საუკ. გუჯრის პირი.
  • XX — მე-X საუკ. დავითნი.
  • XXI — პარხლის მე-X საუკ. სახარების განხილვა.
  • XXII — შატბერდის კრებულის განხილვა.
  • XXIII — ძველის საგალობელის და სხვა მე-X საუკ. ხელნაწერთა განხილვა
  • XXIV — შიო-მღვიმის ხელ-ნაწერი 978 წლისა.
  • XXV — ცნობანი ევთიმე გრძელზე და არტანუჯის კრებაზე.
  • XXVI — იერუსალიმის ძველ ხელნაწერების არქ. ტარასის მიერ გადმოწერილნი წარწერანი.
  • XXVII — „ევფუთის“ წიგნზე ცნობა.
  • XXVIII — ქვათახევის „კლემაქსი“.
  • XXIX — ათონის აღაპები.
  • XXX — გელათის მათეს თავის განმარტების ხელ-ნაწერის წარწერანი.
  • XXXI — წყაროს თავის სახარება.
  • XXXII — სია მე-X-XI საუკ. მეფეთა და დედოფალთა.
  • XXXIII — ბრეთის ჯვარის წარწერა.
  • XXXIV — ათონის ივერიის მონასტრების წინამძღვარნი.
  • XXXV — სამთავისის წარწერანი.
  • XXXVI — მცხეთის წარწერანი.
  • XXXVII — მცხეთის გუჯარი 1040 წლისა.
  • XXXVIII — ალავერდის სახარება.
  • XXXIX — ბაგრატ მეფის 1058 წლის გუჯარი.
  • XL — ლეჩხუმის სახარება 1060 წლისა.
  • XLI — წ~ა ბაგრატის ცხოვრება (წარწერანი).
  • XLII — ცნობანი ეფრემ მცირეზე და სხ.
  • XLIII — ქვათახევის ტყავის სამოციქულო 1083 წ.
  • XLIV — დავით აღმაშენებლის ქრონიკა.
  • XLV — ძილისპირის ქრონიკა.
  • XLVI — ნაწყვეტი მარიამ დედოფლის ქ-ცხბიდამ.
  • XLVII — გიორგი II-ის გუჯარბი.
  • XLVIII — თამარ-მეფის გულზე საკიდი ჯვარი.
  • XLIX — თამარ-მეფის გუჯარი.
  • L — თამარ-მეფის დროინდელი სახარება.
  • LI — არსენ კ~ზის წერილი განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა.
  • LII — მოთხრობა პატიმონითისგან.
  • LIII — წინასწარმეტყველება ნერსე დიდისა.
  • LIV — მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრბიდამ ცნობები.
  • LV — ცნობანი აჰმეთის ქართლში შემოსევაზე.
  • LVI — განმარტვა ქარაგმებისა.
  • LVII — საისტორიო და სამწერლობო ცნობები სხვა-და-სხვა ხელნაწერებიდამ.

ტ. II — ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა

„ქრონიკების“ II ტომის სახელწოდებაა — „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ (1213 წლიდამ 1700 წლამდე), ტფილისი, სტამბა მ. შარაძისა და ამხ., ნიკ. ქ. № 21, 1897. ნებადართულია ცენზურით 1896 წლის 24 თებერვალს.

წიგნი ეძღვნება: ვუძღვნი სახსოვარს ნინო სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის ასულის და ივანე კონსტანტინეს ძის მუხრან-ბატონის მეუღლისას.

შინაარსი

(ტექსი შეესაბამება დედნის ჩანაწერს)

  • წინასიტყვაობის მაგიერი
  • I — „ძეგლი ერისთავთა“, ანუ ისტორიული წერილი მთიულეთზე (ქსნის და არაგვის ხეობა). VI-XV საუკუნეებში.
  • II — სხვა-და-სხვა ხელნაწერებიდამ ამოღებული ცნობები ქსნის ერისთავებზე.
  • III — გვაროვნობითი შტო ქსნის ერისთავთა უძველესის დროითგან მე-XIX საუკუნემდი.
  • IV — სიგელი 1020 წლისა, მელქისედეკ კათალიკოზისა.
  • V — ახალია ვარიანტები ძველის ქართულის დაბადებისა XII, XIII და XVI საუკუნოებისა და რამდენიმე ცნობა უძველესის ქართულ „კიმენის“ დაბადებაზე.
  • VI — ასკეტიკონი ბასილი დიდისა, თარგმნილი ეფრემ მცირის მიერ.
  • VII — ნიკორწმინდის სიგელი XI საუკუნისა.
  • VIII — მეფის გიორგი II-ის სიგელი 1078 წლისა.
  • IX — ანდერძი წ~ის დავით აღმაშენებლისა.
  • X — თამარ მეფის საფლავის წარწერა.
  • XI — იამბიკო, თქმული რუსთაველის მიერ.
  • XII — სამცხე-საათაბაგოს მღვდელთმთავარნი.
  • XIII — ძეგლის წერა რუის-ურბნისის კრებისა.
  • XIV — „მეფესა დავითს (აღმაშენებელს) მონაზონი არსენი“.
  • XV — გელათის სიგელი, თამარ-მეფის მიერ მიცემული.
  • XVI — წერილი გიორგი მონაზონისა, გიორგი მტაწმინდელის ბიოგრაფისა.
  • XVII — სიგელი თამარ-მეფისა 1202 წ.
  • XVIII — წი~ს ევთიმე მთა-წმინდელის წერილი.
  • XIX — ახალ-ციხური ტყავის სახარება XII საუკ.
  • XX — „აფხაზთა ქრონიკა“.
  • XXI — ქრონიკა საეკლესიო მუზეუმის ძილისპირისა №85.
  • XXII — ვახანის ძეგლი, სარგის მხარგრძელის მიერ დაწერილი.
  • XXIII — ნაწყვეტი არსენ კათალიკოსის სიგლისა, XIII საუკ.
  • XXIV — სიგელნი შიომღვიმისანი.
  • XXV —
    • იოანე შავთელის კვინკლოსი 1233 წ.
    • კზ~ის არსენის და საბა კარელის მიერ თხზული საგალობლები.
    • წერილი ბულმაისის ძის კზ-ის არსენისი.
    • გალობანი სინანულისანი წ~ის მეფის დავით აღმაშენებლისა.
    • ისტორიული წერილი აბუსერიძის ტბელისა:
      • ა) წ~ის გიორგის ტაძრის აღშენება ოპიზის ლავრის ახლო „ბაჩილას-მიერ“.
      • ბ) აოხრება საქართველოსი ხუარაზმელთაგან.
      • გ) ხიხათა ტაძრის აღშენება.
  • XXVI — გვაროვნობითი შტო ერისთავთ ერისთავთა აბუსერისძეთა.
  • XXVII — გელათის სიგლენი.
  • XXVIII — ხობის და მარტვილის მონასტერთა ხატების XIII საუკუნის წარწერანი და ცნობანი ძველ დადიანებზე.
  • XXIX — რკონის სიგელი.
  • XXX — სიგელი გრიგოლ სურამელისა XIII საუკ.
  • XXXI — სიგელი ბეგა სურამელისა XIII საუკ.
  • XXXII — აღაპები ათონის ივერიის მონასტრის 1074 წელს დაწერილის ხელნაწერისა, XIII საუკ.
  • XXXIII — თამარ-მეფის კარაბადინის წარწერა.
  • XXXIV — ეტრატის სახარება შიო-მღვიმისა.
  • XXXV — სამი სიგელი მეფისა დავით-ნარინისა.
  • XXXVI — ძვირფასი ნაწყვეტი მე-XIII საუკუნის სამღვდელო კრების ძეგლისა.
  • XXXVII — სიგელი წმიდის მეფის დიმიტრი თავდადებულისა.
  • XXXVIII — ცნობანი მხარ-გრძელებზე.
  • XXXIX — ყანჩაეთის ეტრატის სახარება.
  • XL — მოქვის მხატვრობიანი ტყავის სახარება.
  • XLI — სამსარის ქვაბის წარწერა.
  • XLII — ცაიშის ოლარი, 1312 წელს შეკერილი და სხ.
  • XLIII — სინოდალურ კანტორის ნუსხის წიგნისგან №507 ამოღებულნი ცნობანი.
  • XLIV — ფიტარეთის ტაძრის წარწერანი.
  • XLV — ისტორიული ლექსი, XIV საუკ. წარწერილი ნუზლა საყდარზე, ნარ სოფელს, ოსეთში.
  • XLVI — დემურ ბალახის ეტრატის სახარება.
  • XLVII — დაბის სოფლის ტაძრის წარწერა.
  • XLVIII — „დადიანთა ქრონიკა“
  • XLIX — ძეგლი მეფეთ-მეფის გიორგი ბრწყინვალისა.
  • L — სიგელი მეფისა დავით VII-ისა 1355 წ.
  • LI — ცაიშის ომფორი, შეკერილი XIV საუკ.
  • LII — სიგელი ალექსანდრე მეფისა 1362 წ.
  • LIII — „წიგნი ქორონიკონნი“ ანუ ქრონიკა, ჩართული ლექსთა კრებაში.
  • LIV —
  • LV —
  • LVI —
  • LVII —

ტ. III — ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა

„ქრონიკების“ III ტომის სახელწოდებაა — „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ (1700 წლიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე).

შინაარსი

ლიტერატურა

  • თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, ტფ., 1892
  • თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“, ტფ., 1897

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!