ქეთი წაწალაშვილი (დ. 10 ივნისი, 1992) — ქართველი მოჭადრაკე, ქალი დიდოსტატი (WGM) 2011 წლიდან.
ბიოგრაფია
ქეთი წაწალაშვილი არაერთხელ წარსდგა საქართველოს სახელით ევროპის ახალგაზრდულ და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მან მოიპოვა ექვსი მედალი: 2 ოქროს (2007 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და 2010 წელს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე) 2 ვერცხლის (2009 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატაზე და 2009 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე) და 2 ბრინჯაოს მედალი (2007 წელს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და 2008 წელს, მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე).
ქეთი წაწალაშვილმა მოიგო მრავალი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, მათ შორის 2010 წლის, ფლორენსიო კამპომანესის ქალთა მემორიალური ტურნირი ანკარაში.[1]
2008 წელს მას მიენიჭა ფიდე-ს საერთაშორისო ქალთა ოსტატის (WIM) წოდება[2] და სამი წლის შემდეგ მიიღო ფიდე-ს საერთაშორისო ქალი დიდოსტატის (WGM) ტიტული.[3]
რესურსები ინტერნეტიდან
სქოლიო
- ↑ Florencio Campomanes Memorial-WIM July 2010 Turkey FIDE Chess Tournament report.
- ↑ FIDE Title Applications (GM, IM, WGM, WIM, IA, FA, IO).
- ↑ FIDE Title Applications (GM, IM, WGM, WIM, IA, FA, IO).