ქასრ-აბუ-ჰადი (არაბ. قصر ابو هادي) — სოფელი ლიბიაში, სურთის რაიონში.[1] მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, ქალაქ სურთიდან სამხრეთით 20 კილომეტრში. 2006 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4,890 ადამიანი. სოფლიდან 2 კილომეტრში მდებარეობს ღარდაბიის აეროპორტი. ქასრ-აბუ-ჰადიში დაიბადა ლიბიელი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი მუამარ კადაფი (1942-2011).
სქოლიო