ქარა იულუქ ოსმან-ბეი (აზერ. Qara Yuluq Osman Bəy, თურქ. Kara Yuluk Osman Bey; დ. 1350 — გ. 1435) — აყ-ყოიუნლუს ტომის ხელმძღვანელი.
ბიოგრაფია
ოსმან ბეი დაიბადა 1350 წელს. იგი იყო ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეისა და მარია კომნენოსის მეორე ვაჟი. ოსმანის დაბადების დროს, აყ-ყოიუნლუს ტომის მეთაური იყო ალაედინ თურალი-ბეი.
მმართველობა
1386 წელს, ბრძოლაში დაიღუპნენ ოსმანის ძმები და ბიძა, გაზი ბურჰანედინ ბეი, ამიტომ დინასტიის მეთაური გახდა მისი ერთ–ერთი გადარჩენილი ძმა, აჰმედ-ბეი ბაიანდური. ოსმანი ბაიანდურს ბევრჯერ აუჯანყდა, მაგრამ აჰმედმა ოსმანი შეიწყალა.
1403 წელს, აჰმედ ბეი გარდაიცვალა და მისი ადგილი სწორედ ოსმანმა დაიკავა.
ურთიერთობა ყარა-ყოიუნლუს მმართველთან
1407 წელს, მოსულთან ახლოს გამართულ ბრძოლაში, ოსმანი ჯარით დაეხმარა ყარა–იუსუფს. ამ ბრძოლაში იუსუფმა გაიმარჯვა.
ერთი წლის შემდეგ, 1408 წელს, იუსუფმა ბრძოლა გამოუცხადა თემურიდ მმართველს მირან-შაჰს. ამ ბრძოლაში დახმარება კვლავ ოსმანს სთხოვა. ოსმანმა თავის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა თავისი შვილი, იბრაჰიმი. ამ ბრძოლაში იბრაჰიმი მოკლეს.
ურთიერთობა შირვანის მმართველთან
1435 წელს, ხელშეკრულება დაიდო ოსმანს, შაჰრუჰსა და შირვანის მმართველ, ხალილულა I-ის შორის. ხელშეკრულების პირობით, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ყარა-ყოიუნლუს სულთნის, ისქანდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ, ოსმან ბეი იმავე დღესვე გარდაიცვალა.
ოჯახი
ოსმან ბეიმ ცოლად შეირთო ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორის ქალიშვილი დესპინა, რომლისგანაც ეყოლა 7 შვილი:
- იბრაჰიმ ბეი (გარდაიცვალა 1408)
- ჰაბილ ბეი (მოკლეს მამლუქებმა 1429 წელს).
ლიტერატურა
- İslam Ansiklopedisi, Ak-Koyunlular Mad., Cilt I, s. 254.
- Roemer, “Das turkmenische Intermezzo,” p. 271, n. 26
- J. Woods, The Aqqoyunlu, Clan and Confederatüon NewYork, 1978, s. 54.
- İbn Tannverdi, Ən-Nücum-əz Zahirə, Qahirə, 1942, C. VI , s. 184