გრაფი ფრიდრიხ I ფონ შვარცენბურგი (გერმ. Graf Friedrich I. von Schwarzenburg; დ. დაახ. 1075 — გ. 5 ოქტომბერი, 1131) — კელნის ეპისკოპოსი 1100–1131 წლებში.
ბიოგრაფია
ფრიდრიხი იყო გრაფ ბერთოლდ I ფონ შვარცენბურგის და მისი მეუღლის რიხარდისის ვაჟი.
განათლება მან ბამბერგში და საფრანგეთში მიიღო და ვიდრე იმპერატორი ჰაინრიხ IV მას კელნის ეპისკოპოსად დანიშნავდა მღვდელი იყო ბამბერგსა და შპაიერში. ფრიდრიხის ბრძანებით 1100 წელს დაწყებულ იქნა ფოლმარშტაინის ციხესიმაგრის მშენებლობა.
1106 წელს მან იმპერატორ ჰაინრიხ V-ის მხარე დაიჭირა რომის წინააღმდეგ კონფლიქტში, თუმც უკვე 1114 წელს ფრიდრიხმა მხარე შეიცვალა და ანდერნახთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა იმპერატორი. 1122 წელს ვორმსის კონკორდატის მიხედვით იგი იტალიის ერცკანცლერად და მრჩევლად დაინიშნა.
1125 წლის 24 აგვისტოს იმპერატორის არჩევნებზე ფრიდრიხ ფონ შვარცენბურგმა მხარი ლოთარ III-ეს დაუჭირა, რითაც დაუპირისპირდა შვაბიის ჰერცოგ ფრიდრიხს. მთელი რიგი ციხესიმაგრეების აგებით მან კელნის საეპისკოპოსო სამხრეთის მხრიდან საიმედოდ გაამაგრა. მაგ., 1118 წელს აგებულ იქნა ვოლკენბურგის ციხესიმაგრე და ე.წ. „როლანდის კუთხე“, რომლებიც აკონტროლებდნენ მდ. რაინს.
ფრიდრიხ ფონ შვარცენბურგი გარდაიცვალა 1131 წლის 5 ოქტომბერს მის მიერ აშენებულ ვოლკენბურგის ციხესიმაგრეში. იგი დაასაფლავეს ზიგბურგის სააბატოში.
ლიტერატურა
- Hermann Cardauns: Friedrich I. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 7, Duncker & Humblot, Leipzig 1877, S. 535–538.
- Erich Wisplinghoff: Friedrich I. von Schwarzenburg. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 5, Duncker & Humblot, Berlin 1961, ISBN 3-428-00186-9, S. 511.