ფრანსუა პიერ-ალიპი

მარი ფრანსუა ჟიულიენ პიერ-ალიპი

ფრანსუა პიერ-ალიპი 1934 წელს
სირიის დროებითი პრეზიდენტი
მმართ. წლები: 1926 წლის 9 თებერვალი – 1926 წლის 28 აპრილი
წინამორბედი: სუბჰი ბეი ბარაქატი
მემკვიდრე: აჰმად ნამი
დაბ. ადგილი:

1886 წლის 11 აპრილი,

სენ-დენი (რეიუნიონი), საფრანგეთი
გარდ. ადგილი:

1956 წლის 5 თებერვალი (69 წლის),

სურესნესი, საფრანგეთი
ხელმოწერა:

ფრანსუა პიერ-ალიპი (11 აპრილი, 1886 წ. – 5 თებერვალი, 1956 წ.) — ფრანგი სამოქალაქო მოსამსახურე და თანამდებობის პირი, თავდაპირველად, კოლონიურ ადმინისტრაციაში, ხოლო მოგვიანებით - პრეფექტი.

ბიოგრაფია

პიერ-ალიპი იყო ფრანგული ინდოეთის დეპუტატის, ლუის პიერ-ალიპის (1846–1906 წწ.) ძმისშვილი (1881 წლიდან 1898 წლამდე).[1]

კოლონიური ადმინისტრაცია

ფრანსუა პიერ-ალიპი შეუერთდა კოლონიურ ადმინისტრაციას 1906 წელს, როგორც რეიუნიონის გუბერნატორის შტაბის უფროსი, შემდეგ 1908 წელს საფრანგეთის დასავლეთ აფრიკაში (AOF) ადგილობრივი საქმეების ჩინოვნიკი.[2] მოგვიანებით, 1915 წლამდე პიერ-ალიპი ჟორჟ ბუსენოტთან ერთად აწარმოებდა პერიოდულ გამოცემას La Presse coloniale.[3] 1914-1916 წლებში პიერ-ალიპი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სახვითი ხელოვნების საკითხებში, ხოლო 1916–17 წლებში კოლონიების მინისტრის შტაბის უფროსის მოადგილე. 1918 წელს პიერ-ალიპი გახდა რესპუბლიკის კომისრის მოადგილე დასავლეთ აფრიკაში.[2]

ფრანსუა დაუახლოვდა ეთიოპიის ყოფილ ელჩს, ლეონს ლაგარდს, რომლისგანაც მიიღო სახლი ლა ბაულე, ბრიტანიში.[4] 1922 წელს პიერ-ალიპი გაემართა ფრანგულ-აბისინური სინდიკატის ოფიციალური მისიით ეთიოპიაში და 1923 წელს დაბრუნების დროს, მონაწილეობა მიიღო ფრანგულ გუნდში, რომელიც მხარს უჭერდა ეთიოპიის წევრობას ერთა ლიგაში.[5] 1924 წელს ფრანსუამ დააორგანიზა ვიზიტი საფრანგეთში იმპერატორ ჰაილე სელასიე I-თან.[6]

ფრანსუა გახდა ლევანტის უმაღლესი კომისრის დელეგატი პარიზში.[2] 1926 წლის 9 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში, ფრანსუამ დროებით აიღო ხელში დამასკოდან სირიის სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, ჰენრი დე ჟუვენელის მიერ შექმნილ სამოქალაქო ტრიუმვირატის ფარგლებში. ეს პერიოდი აღინიშნება დრუზების აჯანყებით ფრანგული მანდატის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, პიერ-ალიპი დაინიშნა კოლონიების უმაღლეს საბჭოში და აგრეთვე მსახურობდა, როგორც 1931 წლის კოლონიური გამოფენის კომისრად. 1933 წლის იანვარში, ფრანსუა მსახურობდა, როგორც სოციალური კეთილდღეობისა და შრომის მინისტრის, ალბერტ დალიმერის კაბინეტის დირექტორი. შემდეგ, 1937 წლის 15 ივნისიდანან 1938 წლის 30 მაისამდე პერიოდში,[2] ფრანსუა გახდა ფრანგული სომალილენდის გუბერნატორი, მაშინ, როცა იტალია შეიჭრა ეთიოპიაში, ხოლო მოგვიანებით, 1938 წლის 29 ნოემბრიდან 1940 წლის 21 თებერვლამდე, დაიკავა გვადელუპეს გუბერნატორის თანამდებობა.

პრეფექტი პარიზში

კოლონიების ყოფილმა მინისტრმა ფრანსუა პიერ-ალიპი მიიწვია საფრანგეთში. მოგვიანებით, ეს მინისტრი აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრი ალბერტ სარრო. ფრანსუა დაინიშნა ზღვისპირა შარანტას პრეფექტი მეორე მსოფლიოს ომის დროს 1940 წლის თებერვალში და შეიძინა ანტი-კომუნისტური რეპუტაცია.[7] შემდეგ, ვიშის რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ადრიენ მარკეტის გადაწყვეტილებით, ფრანსუა გახდა ჟირონის პრეფექტი 1940 წლის აგვისტოდან 1942 წლის მაისამდე. როგორც ანრი ფილიპ პეტენის მიმდევარი, ფრანსუამ შეიმუშავა ნაციონალური რევოლუცია, რომელშიც ბოშებს, კომუნისტებს და სხვებს ამუშავებდა ბანაკ დე მერინიაკის ბანაკში, შემდეგ კი ნაცისტურ გერმანიას გადასცემდა ჟირონდის სოჟის ბანაკში სიკვდილით დასასჯელად.[8]

თუმცა, მოგვიანებით, ფრანსუა გააძევეს, ხოლო ომის დასასრულს, პასუხისმგებლობას გაექცა, რადგან 1946 წლის 21 ოქტომბერს ბორდოს სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო სასჯელი იმის გამო, რომ „ნებაყოფლობით ითანამშრომლა უცხო ძალების დაზვერვასთან ომის დროს“.[9] მოგვიანებით, ფრანსუა დანებდა და გამოცხადდა სამხედრო პროკურატურაში რეჩერშ-მიდიში, პარიზში და 1955 წლის 20 თებერვალს პარიზის სამხედრო ტრიბუნალმა გაამართლა.[2]

ჯილდოები

სქოლიო

  1. Louis Alype dit Pierre-Alype (in French). wikiwix.com.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Prijac 2012, p. 339.
  3. Michel 2003, p. 68.
  4. Prijac 2012, p. 293.
  5. Monin 2013, p. 71.
  6. Monin 2013, pp. 77–78.
  7. Bonin, Lachaise & Taliano-des Garets 2007, p. 248.
  8. Journal Officiel de la République Française - National Assembly - Session of October 21, 1952 - Intervention by André Gautier during a discussion of a proposed amnesty law - p. 4260.
  9. AD Gironde, 17 W 6, Cour de Justice Année 1946, no 208.
  10. Cote(s): 19800035/226/29901 fr.

ბიბლიოგრაფია

  • Bonin, Hubert; Lachaise, Bernard; Taliano-des Garets, Françoise (2007). Adrien Marquet, les dérives d'une ambition : Paris, Bordeaux, Vichy (1924-1955) (in French). Éditions Confluences.
  • Michel, Marc (2003). Les Africains et la Grande Guerre : l'appel à l'Afrique (1914-1918) (in French). Paris: Éditions Karthala. ISBN 2-84586-417-5.
  • Monin, Boris (2013). Le voyage du ras Tafari en Europe (1924): entre espoirs d'indépendance et réalités coloniales (in French). Paris: Éditions De Boccard. ISBN 978-2-7018-0368-5.
  • Prijac, Lukian (2012). Lagarde l'éthiopien, le fondateur de Djibouti (1860-1936) (in French). Paris: L'Harmattan. ISBN 978-2-296-99130-9.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!