ფრანკონიის ალბი, ფრანკონიის იურა (გერმ. Fränkische Alb) — კუესტური სერი გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 200 კილომეტრია, სიმაღლე 657 მეტრამდე. დასავლეთი კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. აგებულია კირქვებით, დოლომიტებით. განვითარებულია კარსტი. შემოსილია წიწვიანი და წიფლის ტყით.
ლიტერატურა