ფილიპ ჰენრი შერიდანი (ინგლ. Philip Henry Sheridan, დ. 6 მარტი, 1831 — გ. 5 აგვისტო, 1888) — ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, აშშ-ის არმიის ოფიცერი და არმიის გენერალი, მონაწილეობდა აშშ-ის სამოქალაქო ომში.
ვესტ-პოინტის სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, ორეგონის საკავალერიო პოლკში შევიდა და მონაწილეობდა ინდიელ ტომთა მიმართ გამართულ ომში. სამოქალაქო ომის დაწყების გადავიდა ფედერალურ არმიაში. 1883 წელს დაინიშნა აშშ-ის არმიის მთავარმმართველად, უილიამ შერმანის ნაცვლად. დატოვა საინტერესო მემუარები, რომელიც 1888 წელს გამოიცა ნიუ-იორკში, სახელწოდებით „Personal Memoirs“. 1888 წელსვე მიენიჭა აშშ-ის არმიის გენერლის წოდება.
ლიტერატურა
- ფილიპ ჰენრი შერიდანი // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Davies, «Life of general Phil. Sheridan» (ნიუ-იორკი, 1895).