ზაჰირ ისმაგილოვის სახელობის უფის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (რუს. Уфимский государственный институт искусств имени Загира Исмагилова; ბაშკ. Заһир Исмәғилев исемендәге Өфө дәүләт сәнғәт институты) — ერთადერთი მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი, რომელი ამზადებს კადრებს ბაშკირეთის კულტურისა და ხელოვნების ორგანიზაციებისათვის. 2003 წლიდან 2015 წლამდე ატარებდა აკადემიის სტატუსს.
ისტორია
ზაჰირ ისმაგილოვის სახელობის უფის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია გაიხსნა 1968 წელს უფის სახელმწიფო პედაგოგიური-მუსიკალური ინსტიტუტის ბაზაზე. აკადემიის შენობა მდებარეობდა ქალაქის ძველ ნაწილში და განთავსებული იყო თავადის ყოფილ სახლში, რომელიც აგებული იყო კლასიციზმის სტილში არქიტექტორ გოპიუსის მიერ.
თავდაპირველად აკადემიაში მოქმედებდა ორი ფაკულტეტი: მუსიკალური და თეატრალური და ხუთი მრავალპროფილიანი კათედრა.
2003 წელს ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიის სტატუსი. 2015 წელს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.
ფაკულტეტები
- მუსიკალური
- სახალხო ინსტრუმენტების კათედრა
- ქოროს დირიჟორობის კათედრა
- მუსიკის ისტორიისა და თეორიის კათედრა
- საერთო ფორტეპიანოს კათედრა
- სპეციალური ფორტეპიანოს კათედრა
- კამერული ანსამბლისა და კონცერტმაისტერის ხელობის კათედრა
- სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტების კათედრა
- სოლო სიმღერისა და ოპერის კათედრა
- კომპოზიციის კათედრა
- ბაშკირული მუსიკა
- ტრადიციული მუსიკალური შესრულების კათედრა
- ეთნომუსიკოლოგიის კათედრა
- სახვითი ხელოვნება
- ხატვის კათედრა
- ფერწერის კათედრა
- დიზაინის კათედრა
- თეატრალური
- რეჟისურისა და სამსახიობო ხელობის კათედრა
- ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კათედრა
- ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრა
რექტორები
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| უნივერსიტეტები | |
---|
| აკადემიები | |
---|
| ინსტიტუტები | |
---|
|
- ↑ GRID Release 2017-05-22 — 2017-05-22 — 2017. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.5032286