უნტერ-გაბელჰორნი (გერმ. Unter Gabelhorn) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ცერმატის დასავლეთით, ვალეს კანტონში. აღმართულია ობერ-გაბელჰორნის დასავლეთით, ქედზე, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ტრიფტისა და ცმუტის ხეობებს.
მთის ჩრდილოეთი კალთა გაბელჰორნის მყინვარს გადაჰყურებს.
რესურსები ინტერნეტში