უკრაინის პრეზიდენტი — უკრაინის სახელმწიფო მეთაური. უკრაინის სსრ-ს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მას ეწოდა უკრაინის პრეზიდენტი. პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანაბარუფლებიანი და პირდაპირი არჩევნების გზით 5 წლის ვადით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია ცერემონიებისათვის არის მარიის სასახლე, ასევე საპრეზიდენტო რეზიდენცია არის სახლი ქიმერებით, რომელსაც იყენებენ ოფიციალური და დიპლომატიური ცერემონიებისთვის.