უკრაინის კარპატები

უკრაინის კარპატები
უკრაინის კარპატები, ჰოვერლა
უკრაინის კარპატები, ჰოვერლა
კოორდინატები: 48°30′00″ ჩ. გ. 24°00′00″ ა. გ. / 48.50000° ჩ. გ. 24.00000° ა. გ. / 48.50000; 24.00000
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი ჰოვერლა
სიმაღლე 2061 
სიგრძე 280 კმ
სიგანე 100 კმ
უკრაინის კარპატები — უკრაინა
უკრაინის კარპატები

უკრაინის კარპატები (უკრ. Українські Карпати) — ქედი უკრაინაში, აღმოსავლეთი კარპატების ჩრდილოეთი ნაწილი. გადაჭიმულია უმეტესწილად ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, იმიერკარპატებისა და ჩერნოვცის ოლქების ტერიტორიებზე.[1]

სიგრძე დაახლოებით 280 კმ, სიგანე 100 კმ-ზე მეტი. ფართობი 24 ათ. კმ². სიმაღლე 2061 მ (მთა ჰოვერლა). გეოლოგიურ აღნაგობაში ჭარბობს ცარცულ-პალეოგენური ასაკის ფლიში; არის იურული კირქვებისა და პალეოზოური კრისტალური ფიქლების გამოსავლები. ნეოგენური ვულკანოგენური წარმონაქმნები წარმოდგენილია ანდეზიტებით, ბაზალტებითა და ტუფებით.[2]

ფერდობები დაფარულია შერეული და მუქწიწვოვანი ტყით, ქვედა სარტყელში გვხვდება წიფლის ტყეები. ზედა სარტყელში არსებული მდელოები ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება. მოიპოვება ნავთობის, აირის, მურა ნახშირის, გოგირდის, ოზოკერიტის, კალიუმის მარილის, ქვამარილის საბადოები და სხვა. უკრაინის კარპატების ფარგლებში განვითარებულია ტურიზმი.[3]

სქოლიო

  1. Цись П. М. Геоморфологія УРСР. — Л., 1962.
  2. Дмітрієв М. І. Геоморфологія УСРР. — Х. : Радянська школа, 1936.
  3. Геоморфология Украинской ССР / Под общ. ред. И. М. Рослого. — К. : Вища школа, 1990. — 287 с.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!