უინჩესტერი (ინგლ. Winchester) — ქალაქი ინგლისში, ჰემპშირის საგრაფოში. მდებარეობს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით, 98 კილომეტრში. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 45,184 ადამიანს შეადგენდა.
მდებარეობს მდინარე იტჩენის ხეობაში. ქალაქი ცნობილია ჯერ კიდევ რომანული ბრიტანეთის დროიდან, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, რომის საგზაო სისტემის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. VIII საუკუნეში უესექსის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ქალაქის განვითარება დაიწყო ამ პერიოდში და გაგრძელდა ნორმანდიელების მიერ ინგლისის დაპყრობამდე (1066 წ.).
რესურსები ინტერნეტში