უელსის პრინცის კუნძული (ან მურალუგი) (ინგლ. Prince of Wales Island) — ტორესის სრუტის კუნძულების უდიდესი კუნძული. იგი მდებარეობს სერზდეის კუნძულიდან ჩრდილოეთით (ავსტრალია, კუინზლენდი). კუნძულზე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. 2001 წლის მონაცემებით, კუნძულზე 20 კაცი ცხოვრობდა. კუნძულის კოორდინანტებია: 10°40′55″ ს. გ. 142°11′19″ ა. გ. / 10.68194° ს. გ. 142.18861° ა. გ. / -10.68194; 142.18861.
გეოგრაფია
უელსის პრინცის კუნძული წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის ჯგუფის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნახევარკუნძულ კეიპ-იორკთან ახლოს, რომლისგანაც დაშორებულია ენდევორის სრუტით. მისი ფართობია 204,6 კმ². (ტორესის სრუტის კუნძულებიდან ყველაზე დიდი). სანაპირო ზოლის სიგრძე — 67,9 კმ. კუნძულის სიგრძე — დაახლოებით 20 კმ, სიგანე — 13 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 246 მეტრამდე.[1] უელსის პრინცის კუნძული კონტინენტური წარმოშობისაა.
კუნძულის ზედაპირი კლდოვანია, იშვიათი მცენარეულობით და ღარიბი ნიადაგით.[2] მტკნარი წყლის მუდმივი წყაროები არ არსებობს.
ისტორია
სავარაუდოდ კუნძული 1606 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა ბილემ იანსზონმა და მას დაარქვა «Hooghe Eijland» («მაღალი კუნძული»).[3] მაგრამ უკვე 1770 წელს კუნძულმა მიიღო დღეისათვის არსებული სახელი, რომელიც მას დაარქვა ბრიტანელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა მეფე ჯორჯ IV-ს პატივსაცემად.[4]
მოსახლეობა
2001 წელს კუნძულის მოსახლეობის რიცხვმა შეადგინა დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთადერთ დასახლებულ პუნქტში.
სქოლიო