ტურკინოს ეროვნული პარკი (Turquino National Park) — ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს სიერა-მაესტრას მთების კალთებზე, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში, ქალაქ გუამიდან დასავლეთით 50 კილომეტრში. ეროვნული პარკის საერთო ფართობია 229.38 კმ².[1] სახელწოდება წარმოსდგება კუბის უმაღლესი მწვერვალის — მთა ტურკინოს სახელწოდებიდან, რომელიც პარკის ტერიტორიაზეა აღმართული. ეროვნული პარკი შეიქმნა 1980 წლის 8 იანვარს.[2] ტურკინოს მთის გარდა პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მთები: პიკო-კუბა, პიკო-რეალი, პიკო-სუეცია, რომელთა ხარჯზე დაცული ტერიტორია აღწევს კუბის სამხრეთ სანაპირომდე.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო