ტუბუაი (ფრანგ.îles Tubuai) — არქიპელაგი, რომელიც მდებარეობს საზოგადოების კუნძულებიდან სამხრეთით. მეორე სახელია — ოსტრალის კუნძულები. ცალკე გამოიყოფა ბასის კუნძულების მცირე ჯგუფი. პოლიტიკურად წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთი ზღვისიქითა ქვედანაყოფია, რომელსაც ჰქვია საფრანგეთის პოლინეზიის შემადგენლობაში მყოფი ოსტრალის კუნძულები. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი პაპეეტე (ტაიტიზე), მაგრამ არქიპელაგზე მთავარი ქალაქია — მატაურა.
კლიმატიტროპიკული, ტენიანი, პასატური, სამხრეთით (კუნძული რაპა) სუბტროპიკული. ტემპერატურა დღისით წლის განმავლობაში მერყეობს 24 °С-დან 31 °C-მდე. ნალექები — დაახლოებით 2000 მმ წელიწადში.