ტაილანდის დემოგრაფია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ სტატისტიკურ სურათს წარმოაჩენს. ქვეყნის დემოგრაფია მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე და განაწილება, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნება და სხვა მახასიათებლები.[1]
მოსახლეობა
ტაილანდში წარმატებით ხორციელდება მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ოჯახის დაგემგვის პროგრამა, რომელსაც 1960 წლიდან 2015 წლამდე პერიდში მოსახლეობის ზრდის 3.1%-დან 0.4%-მდე შემცირება მოჰყვა.[2]მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2010-2040 წლებში სამუშაო ასაკის მოსახლეობის წილი 10%-ით შემცირდება. 1970 წელს ტაის შინამეურნეობაში 5.7 ადამიანი ცხოვრობდა. 2010 წლის აღწერის მიხედვით, შინამეურნეობებში ადამიანების რაოდენობა 3.2-მდე შემცირდა. მართალია ტაილანდს აზიაში გამორჩეული სოციალური უსაფრთხოების სისტემა აქვს, მაგრამ მოსახლეობის სტრუქტურაში ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდა ქვეყნისთვის დიდ გამოწვევას წარმაოდგენს.[3][4]
ტაილანდის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანას ოფიციალური რელიგია აქვს. ქვეყანაში უპირატესობით სარგებლობს ბუდიზმი, თუმცა სხვა რელიგიების აღმსარებლობაც დაშვებულია. მოსახლეობის 93.5% ბუდისტია, 5.4% — მუსლიმი, 1.1% — ქრისტიანი, ხოლო 0.1% — სხვა რელიგიის მიმდევარიან ან არცერთ რელიგიას მიაკუთვნებს თავს. ტაილანდის კანონი ოფიციალურად აღიარებს ხუთ რელიგიას: ბუდიზმს, ისლამს, ინდუიზმს, სიქიზმსა და ქრისტიანობას.[5]
დემოგრაფიული სტატისტიკა
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მიხედვით, ტაილანდის მოსახლეობა დაახლოებით 69.7 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2000 წელს ტაილანდის მოსახლეობა 60 916 441 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის — 65 981 000 ადამიანს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 0.3%-ია. ტაის ეთნოსთან ერთად, ქვეყნის ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ჩინელები, მალაიები, ლაოები, ბირმელები, კამბოჯელები, ინდოელები და სხვები.
2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: მოსახლეობის 16.5% 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 13.02% — 15-14 წლების ჯგუფს, 45.69% — 25-54 წლების ასაკობრივ ჯგუფს, 13.01% — 55-64 წწ. ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 11.82% 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა ჯგუფს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის 65 გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა 19.5%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2040 წლისთვის მათი წილი 25%-ზე მეტი იქნება.[6]
ტაილანდის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი 73.6 წელია (მამაკაცებისთვის — 71.24 წელი, ხოლო ქალებისთვის — 76.08 წელი).
World Factbook-ის მიხედვით, ტაილანდის მოსახლეობის 95.9%-ს ტაის ეთნიკური ჯგუფი შეადგენს, 2%-ს — ბირმელები, ხოლო 1.3% — სხვა ჯგუფებს, 0.8% კი არ არის დადგენილი.
2015 წლის მონაცემებით, წერა-კითხვის ცოდნის დონე 92.9%-ს უდრის: ქალებისთვის 91.2%-ია, ხოლო კაცებისთვის — 94.7%.