სხვა 48 დღე ― ამერიკული სატელევიზიო შოუს, დაკარგულების მეორე სეზონის მეშვიდე და საერთო ჯამში 32-ე ეპიზოდი. ეპიზოდის რეჟისორია ერიკ ლანიოვილი, სცენარის ავტორები და აღმასრულებელი პროდიუსერები: დეიმონ ლინდელოფი და კარლტონ კიუზი. ეპიზოდი პირველად 2005 წლის 16 ნოემბერს აშშ-ში The American Broadcasting Company-ის ეთერში გაუშვეს.
წინა სერიებისგან განსხვავებით, სადაც ფლეშბექები თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე მომხდარ მოვლენებს ასახავს, „სხვა 48 დღე“ კუდის მგზავრების ამბებზეა ორიენტირებული, რომელიც ჩამოვარდნიდან „გარიყულის“ ეპიზოდში განვითარებულ მოვლენებამდე გრძელდება. ეპიზოდი აშშ-ში დაახლოებით 21.87 მილიონმა შინამეურნეობამ ნახა.
რესურსები ინტერნეტში