სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა

სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა (რუს. Ставропольская Советская Республика) — ეს სახელწოდება მიიღო სტავროპოლის გუბერნიამ იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1918 წლის 1 (14) იანვარს, გუბერნიის სახალხო კრების გადაწყვეტილებით გუბერნიის აღმასკომის თავმჯდომარე გახდა ესერ-მაქსიმალისტი გ. მეშჩერიაკოვი. 8 (21) იანვარს, ღამით, აირჩიეს სახკომსაბჭო (თავმჯდომარე ბოლშევიკი ა პონომარიოვი). სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადდა რსფსრ-ს შემადგენელ ნაწილად. საგუბერნიო აღმასკომი სცემდა გაზეთ „ვლასტ ტრუდას“. 28 აპრილს ესერებმა სტავროპოლში შექმნეს „სამხედრო რევოლუციური კომიტეტი” დააპატიმრეს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ა. პონომარიოვი და სხვა. ეს გამოსვლა ჩაახშეს, დაპატიმრებულები კი გაათავისუფლეს. 1918 წლის 9-14 მაისს მოიწვიეს საბჭოების საგანგებო, საგუბერნიო ყრილობა, რომელმაც სახკომსაბჭოს ფუნქციები გადასცა ახლად არჩეულ საგუბერნიო აღმასკომის პრეზიდიუმს; წევრების უმრავლესობა ბოლშევიკი იყო. ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების I ყრილობამ (1918 წელი, 5-7 ივლისი) მიიღო გადაწყვეტილება სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში შესვლის შესახებ.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!