სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1937)

საბჭოთა კავშირის უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს 1937 წლის არჩევნებისსრ კავშირის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა 1937 წლის 12 დეკემბერს. არჩევნები ჩატარდა სსრკ-ის ახალი 1936 წლის კონსტიტუციის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც სსრკ-ის საბჭოების ყრილობები უნდა ჩანაცვლებულიყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოთი. კენჭისყრის შედეგად საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. 1937 წლის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო წარმოდგენილი იყო 1143 დეპუტატით. მათ შორის: კომუნისტი — 855, უპარტიო — 288; გენდერული შემადგენლობა: ქალი — 184, მამაკაცი — 959. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1938 წლის 12 იანვარს ქალაქ მოსკოვში.

ისტორია

1937 წლის 11 ოქტომბერს სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით 1937 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა სსრ კავშრის უზენაესი საბჭოს არჩევნები.

სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დღის შესახებ დადგენილება სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა[1]

თანახმად საბჭოების საგანგებო VIII ყრილობის დადგენილებისა და „სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 72-ე მუხლისა იმის შესახებ, რომ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დღე დაწესდეს არჩევნების ვადამდე არაუგვიანეს ორი თვისა და არასამუშაო დღეს, სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს:

  1. დაინიშნოს სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნები 1937 წლის 12 დეკემბრისათვის;
  2. სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების საარჩევნო კამპანიის დასაწყისი გამოცხადდეს 12 ოქტომბრიდან.

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე — მ. კალინინი

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მაგიერ — სსრ კავშირის ცაკის პრეზიდიუმის წევრი — ა. ანდრეევი.

მოსკოვი, კრემლი. 1937 წ. 11 ოქტომბერი

11 ოქტომბრის სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით დამტკიცდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — პეტრე გიორგის ძე მოსკატოვი (იმავდროულად შახტინსკის №227 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე — ოტო იულის ძე შმიდტი (იმავდროულად ყაზანის №18 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — გიორგი მაქსიმილიანის ძე მალენკოვი (იმავდროულად კლინის №28 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები:
  1. ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვი (იმავდროულად კრასნაია პრესნიას №11 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  2. ალექსანდრე ივანეს ძე უგაროვი (იმავდროულად სმოლნის №38 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  3. ლევ ზაქარიას ძე მეხლისი (იმავდროულად კუნცევოს №26 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  4. მიხეილ ალექსანდრეს ძე შოლოხოვი (იმავდროულად ნოვოჩერკასკის №225 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  5. ალექსანდრე ვასილის ძე კოსარევი (იმავდროულად ორჯონიკიძის №394 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  6. პავლე სიდორის ძე გორშენინი (იმავდროულად უფის №19 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  7. ტატიანა პეტრეს ასული შაპოვალოვა (იმავდროულად ბუტურლინოვის №115 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  8. ნიკოლოზ ფილიპეს ძე კოლესნიკი (იმავდროულად ხარკოვის საქალაქო №31 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  9. მატრონა კუზმას ასული სიმონჟენკოვა (იმავდროულად რამენსკის №20 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  10. ევდოკიმე ილარიონის ძე შაპოვალოვი (იმავდროულად სლავიანსკის №71 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  11. დიმიტრი მათეს ძე ევტუშენკო (იმავდროულად ბელაიაცერკოვის №422 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
  12. უსმან იუსუპოვი (იმავდროულად ტაშკენტის სტალინის №528 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი).

11 ოქტომბრის სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით, სსრ კავშირის 34 და 35 მუხლებისა და „სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 21, 22, 23 და 24 მუხლების საფუძელზე დადგინდა შექმნილიყო კავშირის საბჭოს არჩევნებისათვის 569 საარჩევნო ოლქი და ეროვნებათა საბჭოს არჩევნების 574 საარჩევნო ოლქი.

14 ოქტომბერს შედგა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა. კომისიამ განიხილა და დააწესა საარჩევნო დოკუმენტთა ფორმები: თეთრი საარჩევნო ბიულეტენი კავშირის საბჭოს არჩევნებისათვის, ცისფერი ბიულეტენები — მოკავშირე რესპუბლიკეთათვის ეროვნებათა საბჭოს არჩევნებისათვის და ღია-მწვანე ბიულეტენები — ავტონომიური რესპუბლიკებიდან, ან ნაციონალური ოკრუგიდან ეროვნებათა საბჭოს არჩევნებისათვის. კომისიამ ყველა საარჩევნო უბნისათვის დააწესა საარჩევნო ყუთის ერთიანი ნიმუში — ხის ყუთი (85X50X40 სმ)[2].

16 ოქტომბერს ფორმირდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს საოლქო საარჩევნო კომისიები[3].

პირველადი არჩევნები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 12 დეკემბერს 137,185 საარჩევნო უბანში ჩატარდა სსრ კავშირის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. სულ დეპუტატებმა კენჭი იყარეს 1143 სარჩევნო ოლქში (კავშირის საბჭოსი 569 და ეროვნებათა საბჭოსი 574).

13 დეკემბერს ღამის 12 საათისათვის ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ იყო ყველა ოლქში დამთავრებული, ხოლო საარჩევნო ოლქების ცნობების მიხედვით რეგისტრაციაში გატარებული იყო 1014 დეპუტატის არჩევა. ყველა დეპუტატი უკლებლივ კომუნსტთა და უპარტიოთა ბლოკის კანდიდატი იყო. არსებული ცნობების მიხედვით ქალაქ მოსკოვში 2,739,783 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,715,985 ამომრჩეველმა, ე. ი. 99.13%-მა, ხოლო მოსკოვის ოლქში 2,618,403 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,558,158 ამომრჩეველმა, ე. ი. 98%-მა. ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში არჩეული ყველა დეპუტატი იყო კომუნისტთა და უპარტიოთა ბლოკის კანდიდატი[4].

14 დეკემბერს ღამის 12 საათისათვის რეგისტრირებული იყო სსრ კავშირის 1143 დეპუტატის არჩევა. ყველა დეპუტატი უკლებლივ კომუნსტთა და უპარტიოთა ბლოკის კანდიდატი იყო.

1937 წელს სსრ კავშირში რეგისტრირებული იყო 93,639,475 ამომრჩეველი. საარჩევნო ოქლების ცნობით, ამომრჩეველთა ამ რაოდენობიდან მონაწილეობა მიიღო 90,319,346 კაცმა, რამაც საერთო რაოდენობის 96.5% შეადგინა. რესპუბლიკების მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. რუსეთის სფსრ — 60,351,656-დან 58,257,245 (96.5%);
  2. უკრაინის სსრ — 17,530,751-დან 17,098,100 (97.5 %);
  3. ბელორუსიის სსრ — 3,007,342-დან 2,926,771 (97.3 %);
  4. აზერბაიჯანის სსრ — 1,648,653-დან 1,574,792 (95.5 %);
  5. საქართველოს სსრ — 1,940,547-დან 1,861,175 (95.9 %);
  6. სომხეთის სსრ — 620,220-დან 590,641 (95.2 %);
  7. თურქმენეთის სსრ — 652,515-დან 621,847 (95.3 %);
  8. უზბეკეთის სსრ — 3,548,441-დან 3,316,481 (93.5 %);
  9. ტაჯიკეთის სსრ — 751,798-დან 710,871 (94.6 %);
  10. ყაზახეთის სსრ — 2,788,147-დან 2,616,776 (93.9 %);
  11. ყირგიზეთის სსრ — 799,408-დან 744,647 (93.1 %).

1143 არჩეული დეპუტატიდან 855 კომუნისტი იყო და 288 უპარტიო. დეპუტატთა შორის ქალი იყო 184, კაცი — 959[5].

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1938 წლის 12 იანვარს ქალაქ მოსკოვში.

დეპუტატების გადარჩევა

1940-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო, უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს გაგურძელდათ მანდატი, ხოლო დაკლებულ დეპუტატების მაგივრად პერიოდულად ტარდებოდა განმეორებითი არჩევნები.

1940 წლის 21 იანვარს[6] სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1940 წლის 24 მარტს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებში დაინიშნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიიის დასაწყისად გამოცხადდა 1940 წლის 24 იანვარი. 21 იანვრის ბრძანებულების საფუძველზე უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ების დასავლეთ ოლქებში შეიქმნა 55 საარჩევნო ოლქი (უკრაინის სსრ — 27 კავშირის საბჭო და 6 ეროვნებათა საბჭო; ბელორუსიის სსრ — 16 კავშირის საბჭო და 6 ეროვნებათა საბჭო)[7].

24 მარტს შედგა არჩევნები საკავშირო საბჭოს არჩევნების 43-სავე საარჩევნო ოლქსა და ეროვნებათა საბჭოს არჩევნების 12-სავე საარჩევნო ოლქში. არჩევნები დაიწყო დილის 6 საათზე უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთ ოლქების ყველა ქალაქსა, სოფელსა და დაბაში და ყველგან 24 მარტის ნაშუადღევის 4-5 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას. 24 მარტს, ღამის 12 საათზე კენჭისყრა დამთავრდა. საოლქო საარჩევნო კომისიების წინასწარი ცნობების მიხედვით, უკრაინის სსრ-ისა და ბელორუსიის სსრ-ს დასავლეთ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 96%-მა. უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ-ს დასავლეთ ოლქების ყველა საარჩევნო ოლქში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებად აირჩიეს კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკის კანდიდატები[8].

15 აპრილს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1940 წლის 16 ივნისს კარელია-ფინეთის სსრ-ში დაინიშნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიიის დასაწყისად გამოცხადდა 1940 წლის 16 აპრილი. 15 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე კარელია-ფინეთის სსრ-ში შეიქმნა 26 საარჩევნო ოლქი (1 კავშირის საბჭოსა და 25 ეროვნებათა საბჭოსი)[9].

16 ივნისს ჩატარდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, იმავე წლის 31 მარტს ახლადშექმნილი კარელია-ფინეთის სსრ-იდან წარმოდგენილი 26 დეპუტატისათვის (1 კავშირის და 25 ეროვნებათა საბჭოების). არჩევნები ჩატარდა 26-ვე საარჩევნო ოლქში. კენჭისყრის ჩასატარებლად შექმნილი იყო 1110 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიების მიხედვით სულ რეგისტრირებული იყო 497,043 ამომრჩეველი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 495,402 კაცმა, ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 99.67%-მა. არჩეული დეპუტატებდან ყველა კომუნისტთა და უპარტიოთა კანდიდატი იყო[10].

15 დეკემბერს ჩატარდა ადგილობრივი საბჭოს არჩევნები უკრაინის, ბელორუსიის და კარელია-ფინეთის საბჭოთა რესპუბლიკების საარჩევნო ოლქებში.

  • 22 დეკემბერი, 1940 წელი — არჩეულ იქნა 8 დეპუტატი (5 კავშირის და 3 ეროვნებათა საბჭოების);
  • 29 დეკემბერი, 1940 წელი — არჩეულ იქნა 2 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
  • 05 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 8 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
  • 12 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 137 დეპუტატი (35 კავშირის და 102 ეროვნებათა საბჭოების);
  • 19 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 13 დეპუტატი (9 კავშირის და 4 ეროვნებათა საბჭოების);
  • 26 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 39 დეპუტატი (35 კავშირის და 4 ეროვნებათა საბჭოების);
  • 09 თებერვალი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 1 დეპუტატი ეროვნებათა საბჭოსი;
  • 16 თებერვალი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 13 დეპუტატი (7 კავშირის და 6 ეროვნებათა საბჭოების);
  • 23 თებერვალი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 8 დეპუტატი (5 კავშირის და 3 ეროვნებათა საბჭოების);
  • 02 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 27 დეპუტატი (17 კავშირის და 10 ეროვნებათა საბჭოების);
  • 09 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 11 დეპუტატი (4 კავშირის და 7 ეროვნებათა საბჭოების);
  • 16 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 11 დეპუტატი (10 კავშირის და 1 ეროვნებათა საბჭოების);
  • 23 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 14 დეპუტატი (14 კავშირის და 6 ეროვნებათა საბჭოების);
  • 30 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 6 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
  • 22 ივნისი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 1 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
  • 29 აპრილი, 1945 წელი — არჩეულ იქნა 6 დეპუტატი (1 კავშირის და 5 ეროვნებათა საბჭოების).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Section of U.S. Numbered Highway in Wyoming, United States This article is about the section of U.S. Route 14 in Wyoming. For the entire route, see U.S. Route 14. This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: U.S. Route 14 in Wyoming – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2023) (Learn how and when to remove this template message) U.S...

 

Нереализованный проект (1972—1977 гг.) федеративного арабского государства в Северной АфрикеАрабская Исламская Республикаараб. الجمهورية العربية الإسلامية ‎ Флаг, который предполагалось использовать Проект Арабской Исламской Республики на карте Северной Африки ← ...

 

МанскіршMenskirch   Країна  Франція Регіон Гранд-Ест  Департамент Мозель  Округ Форбак-Буле-Мозель Кантон Бузонвіль Код INSEE 57457 Поштові індекси 57320 Координати 49°19′10″ пн. ш. 6°25′33″ сх. д.H G O Висота 219 - 280 м.н.р.м. Площа 4,48 км² Населення 137 (01-2020[1]) Густота 33,71...

1999 video game 1999 video gameShadow ManDeveloper(s)Acclaim Studios TeessideNightdive Studios (remaster)Publisher(s)Acclaim EntertainmentNightdive Studios (remaster)Designer(s)Guy MillerSimon PhippsComposer(s)Tim HaywoodSeriesShadowmanEngineKex Engine (remaster)Platform(s)Microsoft Windows, Nintendo 64, PlayStation, Dreamcast, Nintendo Switch, PlayStation 4, Xbox One, Mac OS XReleaseWindows, Nintendo 64, PlayStationNA: August 31, 1999[2]EU: September 3, 1999[1]DreamcastNA: De...

 

Liste der Sportjahre ◄◄ | ◄ | 1972 | 1973 | 1974 | 1975 | Sportjahr 1976 | 1977 | 1978 | 1979 | 1980 | ► | ►► Weitere Ereignisse · Olympische Spiele · Olympische Winterspiele Inhaltsverzeichnis 1 Badminton 1.1 Internationale Veranstaltungen 2 Leichtathletik 3 Motorradsport 3.1 Formel 750 4 Radsport 5 Tennis 6 Tischtennis 7 Geboren 7.1 Januar 7.2 Februar 7.3 März 7.4 April 7.5 Mai 7.6 Juni 7.7 Juli 7.8 August 7.9 Septem...

 

此條目需要补充更多来源。 (2013年2月5日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:Missin' you~It will break my heart~ — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 Missin' you~It will break my heart~平井堅的单曲收录于专辑《...

ピーター・トービン個人情報本名 ピーター・ブリトン・トービン別名 下記のような40もの偽名を使用した[1]。 ピーター・ウィルソン (英: Peter Wilson)ジェームズ・ケリー (英: James Kelly)ポール・センプル (英: Paul Semple)ジョン・トービン (英: John Tobin)ピーター・プロバン (英: Peter Proban)パット・マクラフリン (英: Pat McLaughlin)[2]生誕 1946年8月27日...

 

中国国际航空1350号班机劫持事件涉事的空客A321,2011年攝於東京羽田機場概要日期2018年4月15日摘要有精神病史的乘客试图劫持乘务长地點飞行途中飞机概要机型空中客车A321營運者中国国际航空公司註冊編號B-6555[1]起飛地 中国长沙黄花机场目的地 中国首都国际机场死亡0受傷0生還者全员生还 中国国际航空1350号班机劫持事件是一宗於2018年4月15日在中国国际航空...

 

American basketball player (born 1996) For the soccer player, see Jalen Brown. Jaylen BrownBrown with the Boston Celtics in 2022No. 7 – Boston CelticsPositionShooting guard / small forwardLeagueNBAPersonal informationBorn (1996-10-24) October 24, 1996 (age 27)Atlanta, Georgia, U.S.Listed height6 ft 6 in (1.98 m)Listed weight223 lb (101 kg)Career informationHigh schoolWheeler(Marietta, Georgia)CollegeCalifornia (2015–2016)NBA draft2016: 1st round, 3rd ...

Visão aérea do complexo do Centro de Voos Espaciais Marshall, Huntsville, Alabama O Centro de Voos Espaciais George C. Marshall é um centro de pesquisas civil do governo dos Estados Unidos especializado em foguetes e sistemas de propulsão de espaçonaves. Foi originalmente a sede da NASA e hoje é o centro que controla: o sistema de propulsão dos Ônibus Espaciais e seus tanques externos; cargas e treinamentos relacionados com as tripulações; design e montagem da Estação Espacial Int...

 

Traditional stories pertaining to ancient Rome's legendary origins and religious system Romulus and Remus, the Lupercal, Father Tiber, and the Palatine on a relief from a pedestal dating to the reign of Trajan (AD 98–117) Mythology Mythologies Albanian Arabian Armenian Australian Aboriginal Amazigh Baltic (Latvian - Lithuanian - Prussian) Basque Bantu Brazilian Buddhist Catalan Cantabrian Celtic Breton Cornish Irish Scottish Welsh Chinese Christian Efik Egyptian English Estonian Etruscan Fi...

 

Masjid SivrihisarSivrihisar CamiiTampak depan masjid, 2007AgamaAfiliasi agamaIslam – SunniProvinsiEskişehirLokasiLokasiSivrihisarNegara TurkiKoordinat39°27′3″N 31°32′14″E / 39.45083°N 31.53722°E / 39.45083; 31.53722Koordinat: 39°27′3″N 31°32′14″E / 39.45083°N 31.53722°E / 39.45083; 31.53722ArsitekturJenisMasjidGaya arsitekturTurki dengan sedikit sentuhan arsitektur SeljukDidirikan1231Menara1 Masjid Sivrihisar (bah...

Autódromo MonterreyAutódromo Monterrey Full Circuit (1986–present)LocationApodaca, Nuevo León, MexicoTime zoneUTC-06:00Coordinates25°51′22″N 100°13′02″W / 25.85611°N 100.21722°W / 25.85611; -100.21722OperatorDIPSAOpened1970Former namesAutódromo ApodacaMajor eventsCurrent:NASCAR Mexico SeriesRegia 200 (2008–2014, 2017–2019, 2021–present)Former:NACAM Formula 4 Championship (2016–2020)Fórmula Panam (2005, 2013, 2015–2017)LATAM Challenge Series...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Jean de Luxembourg 1400-1466 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2012) (Learn how and when to remove this template message) Jean (c. 1400 – 28 July 1466), Lord of Haubourdin, called the Bastard of Luxembourg (French: le Bâtard de Luxembourg) or th...

 

1963 single by Robert Mosley Not to be confused with Crazy About My Baby. Crazy 'Bout My BabySingle by Robert MosleyA-sideGoodbye My Lover GoodbyeReleasedApril 22, 1963Recorded1963StudioCapitol Studios, New York CityGenreSoulFunkLength2:57LabelCapitolSongwriter(s)Robert MosleyProducer(s)Bert KeyesRobert Mosley singles chronology You Ought To Know (1961) Crazy 'Bout My Baby (1963) Crazy 'Bout My Baby is a song first written and recorded by musician Robert Mosley in 1963.[1] His third s...

American Bible SocietySingkatanABSTanggal pendirian1816Tipeorganisasi non-pemerintah internasionalTujuanDistribusi AlkitabKantor pusatPhiladelphia, PennsylvaniaWilayah layanan InternasionalPresidentRoy L. PetersonAnggaran $83,000,000[1]Situs webamericanbible.org American Bible Society (ABS) adalah lembaga Alkitab nondenominasional berbasis di Amerika Serikat yang menerbitkan, mendistribusikan dan menerjemahkan Alkitab dan menyediakan alat bantu belajar dan alat-alat lain untuk membant...

 

Eliza Maria Jones (nee Harvey)Born(1838-12-24)December 24, 1838Maitland, Upper CanadaDiedApril 6, 1903(1903-04-06) (aged 64)Gananoque, OntarioOccupationDairy FarmerSpouseChilion Jones Eliza Maria [Harvey] Jones (December 24, 1838 – April 6, 1903) was a Canadian farmer, butter producer and writer at one time described as the best known dairywoman on the continent.[1] Biography The daughter of miller Robert Harvey and Sarah Glassford. She was born in Maitland, Upper Canada an...

 

Dalam ruang Euklides dimensi tiga, ketiga bidang ini mewakili solusi persamaan linear, dan perpotongannya ketiganya mewakili himpunan solusi gabungan: dalam hal ini, sebuah titik yang unik. Garis biru adalah solusi gabungan ketika hanya memperhatikan gabungan dari dua persamaan linear. Aljabar linear adalah bidang studi matematika yang mempelajari sistem persamaan linear seperti a 1 x 1 + ⋯ + a n x n = b , {\displaystyle a_{1}x_{1}+\cdots +a_{n}x_{n}=b,} pemetaan linear seperti ( x 1 ,...

Дискография New Order Студийные альбомы 10 Концертные альбомы 2 Сборники 12 Мини-альбомы 5 Синглы 38 Видеоальбомы 12 Видеоклипы 33 Дискография New Order. Содержание 1 Студийные и концертные альбомы 2 Мини-альбомы 3 Синглы 4 Фильмография (Видео и DVD) Студийные и концертные альбомы Год Н...

 

Annisa WahyuniInformasi pribadiKebangsaanIndonesiaLahir17 Februari 1990 (umur 33)Bekasi, IndonesiaPeganganKananGanda PutriPeringkat tertinggi23 Anneke Feinya Agustin (9 Juli 2010)Peringkat saat ini105 Anneke Feinya Agustin (4 Oktober 2011) Annisa Wahyuni (lahir 17 Februari 1990) adalah pemain bulu tangkis ganda putri Indonesia. Prestasi 2008 Juara Laos Future Series 2008 (bersama Nimas Rani Wjayanti) Perempat final Smiling Fish International Series 2008 (bersama Nimas Rani Wjay...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!