სპილოს ძვალი

სპილოს ძვლისგან დამზადებული მარიამისა და იესოს გამოსახულება

სპილოს ძვალისპილოს შუანის (აფრიკულის, აზიურის და მამონტის) კბილისმიერი ნივთიერება (დენტინი). ძვირფასი სანაკეთო მასალა. გამოირჩევა გამძლეობით, ერთგვაროვნებით; დამახასიათებელი ფერი — თეთრი მოყვითალო ელფერით. კარგად უძლებს დამუშავებას ჭრისას, ხეხვისას, გაპრიალებისას, და პლასტიფიკაციის შემდეგ — მოღუნვას, რაც 0,4 მ-ის სისქის ფირფიტების დამზადების საშუალებას იძლევა. საუკეთესო სპილოს ძვალი ექსპორტირდება აფრიკიდან (3 მ-მდე სიგრძის და 100 კგ-მდე მასის შუანი) და აგრეთვე ინდოეთიდან (2,5 მ-მდე სიგრძის და 75 კგ-მდე მასის შუანი). სპილოს ძვალი ძვირად ფასობს საერთაშორისო ბაზრობაზე. სპილოს ძვალი უძველესი დროიდან გამოიყენება ყოველდღიური საგნების, აგრეთვე სამკაულების დასამზადებლად, იყენებენ ტექნიკური დანიშნულებისთვისაც. სპილოს ძვლის შემცვლელად გამოიყენება კაშალოტის, ნარვალისა და მორჟის კბილები.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!