სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები (სომხ. Հայ-ռուսական հարաբերություններ, რუს. Русско-армянские отношения — მოიცავს სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას. ორმხრივი ურთიერთობები თანამედროვე სომხეთსა და რუსეთს შორის დამყარდა 1992 წლის 3 აპრილს, თუმცა რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სომხეთში მე-19 საუკუნის დასაწყისიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთმა გაიზიარა რუსეთის მიდგომა, რაც მოიცავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის გაძლიერებას. ორივე ქვეყანა არის სამხედრო ალიანსის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CSTO-ს) წევრი, ოთხ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. 2015 წლის 2 იანვარიდან, სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი.
მუდმივი დიპლომატიური მისიები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო