სლოვენიის შეიარაღებული ძალები (სლოვენ: Slovenska vojska) — სლოვენიის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს სლოვენიის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მის შემადგენლობაშია: არმია (Slovenska vojska), სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვა (Brigada zračne obrambe in letalstva Slovenske vojske), სამხედრო-საზღვაო ძალები (Slovenska Mornarica).
2003 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.
ისტორია
სლოვენიის არმიას 100 წელზე მეტი ისტორია აქვს. თანამედროვე არმიის არსებობა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სლოვენიის ტერიტორიული თავდაცვის საფუძველზე დაფუძნებული სლოვენიის სამხედრო ძალების შექმნით დაიწყო. თავიდან სამხედრო სამსახურში გაწვევა სავალდებულო იყო, ქვეყნის 18 წელს მიღწეული ყოველი მამაკაცისთვის. 2003 წლიდან კი შეირაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.
სლოვენია ნატო-ს წევრია და მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში.