სლოვენია ამჟამად განვითარებული ქვეყანაა, სტაბილურად ზრდადი ეკონომიკით. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 56.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.[1] 2004 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდა. 2007 წლიდან ეროვნული ვალუტა ევროა. 2010 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიის წევრია.[2]
ქვეყანა გამოირჩევა განათლებული სამუშაო ძალითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით. მდებარეობს რამდენიმე მთავარი სატრანსპორტი გზის გადაკვეთის ადგილზე. თუმცა, მეორე მხრივ, გამოირჩევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირით. სლოვენიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა 2000-იან წლებში დაწყებულმა ევროზონის კრიზისმა. დასაქმებულთა ორი მესამედი მომსახურების სფეროში მუშაობს.
სქოლიო