სლოვაკეთის საბჭოთა რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenská republika rád, უნგრ. Szlovák Tanácsköztársaság) — სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1919 წელს მცირე დროით (16 ივნისიდან 7 ივლისამდე) სამხრეთ და აღმოსავლეთ სლოვაკეთის ტერიტორიაზე. დედაქალაქი - კოშიცე. საბჭოთა რესპუბლიკის მეთაური იყო ჩეხი ჟურნალისტი ანტონინ იანოუშეკი.
1918 წელს ჩეხოსლოვაკიის პირველი რესპუბლიკის დარსების შემდეგ მისმა არმიამ გადაწყვიტა კონტროლის დაწესება მთელს სლოვაკეთზე. ამის საწინააღმდეგოდ უნგრეთის წითელი არმიის დახმარებით სლოვაკეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა საბჭოთა რესპუბლიკა. თუმცა მას შემდეგ, რაც წითელი არმია იძულებული გახდა უნგრეთში დაბრუნებულიყო, ჩეხოსლოვაკიამ აღადგინა კონტროლი სლოვაკეთზე და საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა.
რესურსები ინტერნეტში