სიკვდილის ველი (ინგლ.Death Valley) — მთათაშორისი ღრმული აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოხავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის, სიერა-ნევადას მთათა სისტემის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ველის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი (სიმაღლე ზღვის დონიდან -86 მეტრი). სიკვდილის ველის ტერიტორიაზე 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ტემპერატურა +56.7 °C. ვერცერთი მეცნიერი ვერ ხსნის გასაოცარ ფაქტს, რომელიც სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარე დამშრალი ტბის ფსკერზე ხდება. სიკვდილის ველი ეს არის ასევე ნაკრძალი აშშ-ში, რომელიც მდებარეობს კალიფორნიის აღმოსავლეთ ნაწილში და არის ყველაზე ცხელი წერტილი დედამიწაზე. სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს დამშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას (Racetrack Playa) თიხის ფსკერი, რომელსაც იქ არსებული ფენომენის გამო უწოდებენ მოძრავი ქვების ველს. ამ დამშრალი ტბის ფსკერზე მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები, რომლებიც მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ.
ერთ-ერთი ჰიპოთეზა ამ მოვლენის შესახებ გახდა მაგნიტური ველის თეორია, თუმცა უფრო დამაჯერებელი ვერსია არის ის რომ, ამ ქვებს გადააადგილებენ ქარები. ეს თეორია წამოაყენა პროფესორმა პაულა მესინამ. მისი გამოკვლევები ატმოსფერო-გეოლოგიური პროცესების შესახებ, რომელიც ხდება სიკვდილის ველზე, გახდა მისი დისერტაციის თემა. აქ მან წარმოადგინა დამშრალი ტბის ფსკერზე ჰაერის მასების გადაადგილების მოდელი: ქარბუქის შემდეგ ქარები ორ მხარეს გადაადგილდება, რაც გამოწვეულია იმ ადგილის რელიეფის გამო. პროფესორის ვარაუდით, ზუსტად ეს არის ქვების გადაადგილების მიზეზი. ამ ტბის მიდამოებში არის პატარ-პატარა ტორნადოებიც და ესეც ხელს უწყობს ამ საოცარ ფენომენს. ეს მოვლენა სრულად არ არის შესწავლილი და ზემოთ აღნიშნული მსჯელობები მხოლოდ თეორიებია. ასე რომ მეცნიერებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელოდებათ.