სიერა-ნევადის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Sierra Nevada) — ეროვნული პარკი ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, მერიდისა და ბარინასის შტატებს შორის. შეიქმნა 1952 წლის 2 მაისს, პრეზიდენტ გერმან სუარეს ფლამერიჩის დეკრეტით, ანდურ კორდილიერაში მდებარე სიერა-ნევადა-დე-მერიდის დაცვის მიზნით. ამ დროისათვის ის ქვეყნის მეორე ეროვნული პარკი იყო ანრი-პიტიეს შემდეგ. ფართობი შეადგენს 2764,46 კმ²-ს.
პარკი ვენესუელის უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობის არეალს მოიცავს, იცავს უმაღლეს ეკოსისტემას. აქვე განლაგებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი მთიანეთი (ანდები), სადაც მდებარეობს ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი ბოლივარის პიკი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში