სერბეთის სამეფო ასევე სერვია (სერბ. Краљевина Србија / Kraljevina Srbija) — შეიქმნა, როდესაც სერბეთის სამთავროს მმართველი პრინცი მილან ობრენოვიჩი 1882 წლის 6 მარტს მეფედ აკურთხეს. სერბეთის სამთავრო ობრენოვიჩების დინასტიის მიერ 1817 წლიდან იმართებოდა. ამ პერიოდში სამთავრო ოსმალეთის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, თუმცა მისგან საბოლოოდ 1867 წელს განთავისუფლდა.[1]1876 წლის 30 ივნისს ჩერნოგორიის სამთავროსთან ერთად ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას. 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებით ფორმალურად აღიარეს სერბეთის სამთავროს დამოუკიდებლობა. 1885 წელს სერბეთი დაუპირისპირდა ბულგარეთის სამთავროსა და აღმოსავლეთ რუმელიის გაერთიანებას, რასაც მოჰყვა ომი ბულგარეთთან 1885-86 წლები. საბოლოოდ სერბეთმა ცნო ბულგარეთის გაერთიანება.
ქალაქები
1910-1912 წლების მოსახლეობის მონაცემებით სერბეთის უდიდესი ქალაქები იყო:
- ბელგრადი - 100,000
- პრიზრენი - 60,000
- ბიტოლა - 54,000
- სკოპიე - 50,000
- ნიში - 25,000
- ველესი - 24,000
- პრიშტინა - 20,000
- პრილეპი - 20,000
- კრაგუევაცი - 18,500
- ოჰრიდი - 18,000
- ლესკოვაცი - 14,300
- ტეტოვო - 14,000
- პოჟარევაჩი - 13,600
- შბაცი - 12,800
- მიტროვიცა - 12,000
- ვრანე - 10,500
- პიროტი - 10,000
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო