საჰარელი ხალხის პირველი ინტიფადა — დასავლეთ საჰარას უფრო ფართო და მიმდინარე კონფლიქტის ნაწილი. იგი დაიწყო 1999 წელს და გაგრძელდა 2004 წლამდე. ძირითადი ფაზა იყო 1999 სექტემბრიდან 2000 წლის პირველ ნახევრამდე. [4] პირველი ინტიფადა გარდაიქმნა დამოუკიდებლობის ინტიფადაში 2005 წელს.
ისტორია
დასავლეთ საჰარა, ყოფილი ესპანური საჰარა, ანექსირებული იქნა მაროკოს მიერ 1975 წელს, როდესაც ესპანეთის კოლონიური მმართველობიდან გამოვიდა. ამან გამოიწვია ომი პოლისარიოს ფრონტთან, რომელიც, გაეროს თანახმად, წარმოადგენს საჰარის მკვიდრ მოსახლეობას; მას მხარს უჭერდა მეზობელი ალჟირი . 1976 წელს საჰარის მთავარმა მოძრაობამ, პოლისარიოს ფრონტმა, გამოაცხადა საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის (SADR) სახელმწიფოებრიობა დასავლეთ საჰარის პოლისარიოს მიერ კონტროლირებად რაიონებში. 1991 წელს პოლისარიო და მაროკო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ მაროკოს მიერ ოკუპირებული სამხრეთ პროვინციების თვითგამორკვევის პირობით (პირობებში მოიაზრებოდა დამოუკიდებლობის ან მაროკოში ინტეგრაციის შესაძლებლობები). 1991 წლიდან, რეფერენდუმის პირობები მხარეებს შორის წლების განმავლობაში კამათის საგანი იყო, თუმცა დაძაბულობის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტა მაინც გრძელდება. მაროკო აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს, ხოლო პოლისარიოს ძალები აკონტროლებენ ნაპირს. გაეროს მისია, MINURSO, პატრულირებს სადემარკაციო ხაზზე.
საჰრავის პოლიტიკური აქტივობა მაროკოს მიერ კონტროლირებად დასავლეთ საჰარის ნაწილებში რჩება მკაცრად შეზღუდული. პოლიციის დარბევა და იძულებითი გაუჩინარება იყო ხშირი პასუხი სამოქალაქო პროტესტზე. [5] პოლიტიკური კლიმატი თანდათან შემსუბუქდა 1990-იან წლებში ცეცხლის შეწყვეტისა და მაროკოს ლიბერალიზაციის შემდეგ.
პირველი ინტიფადა
1999 წლის პროტესტი
მაროკოს პოლიტიკური ლიბერალიზაციის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა და პოლისარიოს მომხრე ჯგუფებმა გამოაცხადეს მცირე „ინტიფადები“ 1999 და 2000 წლებში, რომლის შედეგადაც ათობით დემონსტრანტ დააპატიმრეს. [6][7] საჰარის ხალხის პირველი ინტიფადა 1999 წლის ბოლოს დაიწყო და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა. მეფე ჰასან II, რომელმაც პირობა დადო, რომ გაატარებდა დემოკრატიულ რეფორმებს, გარდაიცვალა 23 ივლისს და შეიქმნა ახალი პოლიტიკური ატმოსფერო. [4]
საჰარელმა აქტივისტებმა ხუთი დღის შემდეგ მოაწყვეს მორიგი საპროტესტო აქცია, რომელშიც დამოუკიდებლობა და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. [4] ნათქვამია, რომ ამის საპასუხოდ, მაროკოს ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ ავაზაკებს უფლება მისცეს დაერბიათ საჰარის ხალხის სახლები და ბიზნესი. სახელმწიფო უშიშროების ძალებმა პროტესტის დროს დააკავეს 150 დემონსტრანტი და აქტივისტთა დაკავებები გაგრძელდა 2000 წლის პირველ თვეებში. [4] მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების ძალებმა პატიმრები საკმაოდ სწრაფად გაათავისუფლეს, საჰარის აქტივისტებმა პოლიცია დაადანაშაულეს წამებაში და არასათანადო მოპყრობაში დაკავების დროს. ძალადობისა და უსამართლობის მოწმე, მაროკოს ბევრი საჰარელი მოქალაქე იმედგაცრუებული დარჩა მაროკოს მთავრობის პოლიტიკით. [4]
პოლიტიკური გადაჯგუფება
1999 წლის ნოემბერში საჰარის პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც დააპატიმრეს და „გაუჩინარდნენ“, შექმნეს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ფორუმი, რომელიც ცდილობდა გამოესწორებინა მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისა და უსამართლობის გამო. [4] ამ ჯგუფის ფილიალი ჩამოყალიბდა ალ-აიუნში, დასავლეთ საჰარაში, საჰარელი აქტივისტების მიერ 2000 წლის 26 აგვისტოს. [4] მაროკოს მთავრობას ჰქონდა მცირე შემწყნარებლობა საჰარის ფილიალის მიმართ და აცხადებდა, რომ ის იყო დამოუკიდებლობის მომხრე, ხოლო 2002 წლის ნოემბერში მაროკოს სასამართლოებმა შექმნეს კანონმდებლობა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას უკანონოდ ცნობდა. [4] საპროტესტო აქციები გაგრძელდა 2000 წლიდან 2004 წლამდე, მაგრამ მცირე სამშვიდობო ჩარევები განხორციელდა ამ დროის განმავლობაში (როგორიცაა 2003 წლის ბეიკერის გეგმა, რომელიც იყო გაეროს წინადადება ტერიტორიისთვის თვითგამორკვევის მინიჭების შესახებ). მიმდინარე მოვლებენმა გავლენა მოახდინა აქტივისტთა აზროვნებაზე და საპროტესტო გარემოზე. [4]
შერიგების მცდელობები
2004 წლის იანვარში საჰარის პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფები გაერთიანდნენ საჰარის უფლებადამცველთა კოლექტივის ქვეშ. [4] კოლექტივმა მოითხოვა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა დასავლეთ საჰარაში ადამიანის უფლებების კუთხით ჩადენილი უსამართლობის გამოსაძიებლად. [4] ასევე 2004 წლის იანვარში, მაროკოს მეფე მუჰამედმა გაათავისუფლა და შეიწყალა თორმეტი საჰარელი აქტივისტი, რომელთაგან ზოგიერთი ჩართული იყო ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ფორუმის საქმიანობაში საჰარის ფილიალში. თუმცა, 2005 წლისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა. აქედან დაიწყო საჰარის არაძალადობრივი პროტესტის ახალი ტალღა, რომელიც ცნობილია როგორც საჰარის მეორე ინტიფადა ან დამოუკიდებლობის ინტიფადა.
პირველი ინტიფადის მნიშვნელობა
საჰარელთა მეორე ინტიფადის არაძალადობრივი კამპანია უფრო ღიად იყო ფოკუსირებული დამოუკიდებლობის საკითხზე, ვიდრე პირველი ინტიფადა, რომელიც ძირითადად ხაზს უსვამდა ადამიანის უფლებებს; თუმცა, პირველმა ინტიფადამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და საჰარელებმა აჩვენეს, რომ მათ შეეძლოთ განსხვავებული აზრის გამოთქმა, პროტესტი და მათი მოთხოვნების დაფიქსირება.