საქართველოს საბჭოების II ყრილობა

სრულიად საქართველოს საბჭოების მეორე ყრილობა[1] (30 დეკემბერი, 19233 იანვარი, 1924, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მეორე ყრილობა. ესწრებოდა 318 დელეგატი გადამწყვეტი, 26 — სათათბირო ხმით. დღის წესრიგი: საქართველოს ცაკ-ის (მ. ცხაკაია), საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს (შ. ელიავა) ანგარიშები, საკავშირო ხელშეკრულების რატიფიკაცია (მ. ორახელაშვილი), მოხსენებები საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (ჟორჟიკაშვილი), საქართველოს ელექტროფიკაციის (ბ. ჭიჭინაძე), მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის (ვ. სტურუა), მაზრების რაიონებად დაყოფისა და სათემო აპარატების გამარტივების (ა. გეგეჭკორი), ქართული დივიზიის (თ. ჟღენტი), განათლების სახალხო კომისარიატის (მარ. ორახელაშვილი) შესახებ, არჩევნები.

ყრილობამ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატს დაავალა აგრარული რეფორმის შედეგების განმტკიცება: სოფლად მიწათმოწყობა, მიწის ფონდის გამორკვევა, საძოვრებითა და სარწყავებით სარგებლობის მოწესრიგება. ტყეების მიზანშეწონილად გამოყენების დაწესება (კოდექსით), საჭირო თანხების გამოყოფა ვეტერინარული-სანიტარული და მისი მაშველი ორგანიზაციისათვის. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჩაისა და თამბაქოს განვითარების, მეფუტკრეობის, მეაბრეშუმეობის, მებამბეულობისა და სხვა დარგებისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობას.

ყრილობამ მიიღო დებულება სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტების, სასოფლო საბჭოებისა და სარაიონო აღმასკომების შესახებ, განსაზღვრა მათი ფუნქციები და ორგანიზაცია, კომიტეტის წევრთა უფლება-მოვალეობანი. გადაწყდა ახალი ქართული დივიზიის შექმნა ტერიტორიის საფუძველზე, მუდმივი ჯარის შემცირება და სამილიციო სისტემაზე გადასვლა. ყრილობამ მოახდინა საკავშირო კონსტიტუციის რატიფიკაცია. აირჩია საქართველოს ცაკი 95 წევრისა და 43 კანდიდატის შემადგენლობით, ამიერკავკასიის საბჭოების II ყრილობის დელეგატები.

საქართველოს ცაკის სხდომები

  • საქართველოს II მოწვევის ცაკის პირველი სესია — 4.1.1924, თბილისი;
  • საქართველოს II მოწვევის ცაკის მეორე სესია — 25 - 28.2.1924, თბილისი;[2]
  • საქართველოს II მოწვევის ცაკის მესამე სესია — 7 - 9.10.1924, თბილისი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!