საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2010 წლამდე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1].
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]
ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ლევან დავითაშვილი.
სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია
ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის ანალიზი, მდგრადი განვითარება, ვაჭრობა და ინვესტიციები, წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა, ტურიზმი, სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, მშენებლობის პოლიტიკა, ელექტრონული კომუნიკაციები, ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და მეტროლოგია, აკრედიტაცია, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ქვეყნის ბრენდის განვითარება.
- კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია
- ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად
- ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია. რესურსდამზოგავი წარმოების სახეების წახალისება, წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის და მომსახურების სფეროებში ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება და კოორდინაცია, მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა. საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა
- ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი. დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი
- ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია
- თანამედროვე ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად
- ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა
- კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდისათვის და საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება
- ქვეყნის ბრენდის განვითარება, რეპუტაციის ამაღლება როგორც პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებთან, ასევე ტურისტებსა და სხვა დროებით ვიზიტორებთან
- წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა მათი საჭიროებებისა და ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
- სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
- სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
- სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი
- სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
- სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
- სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
- სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
- სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
- სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
- სსიპ − აწარმოე საქართველოში
- სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
- სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო
- სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
მინისტრები
საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრები
- მიხეილ ბახვას ძე ნარსია
- ვახტანგ ზაქარიას ძე თოხაძე
- მიხეილ ბაგრატის ძე ღვინჯილია, 1957
- ზინაიდა არსენის ასული კვაჭაძე, 22 მაისი, 1957 – 17 დეკემბერი, 1962
- მამია ამბრეკის ძე მეგრელიშვილი, 1962 – 1978
- ალექსანდრე ოგანესის ძე მოვსესიანი, 1978 – 3 ნოემბერი, 1983
- მერაბ მუსას ძე ქაჯაია, 1983 – 1986[3]
- ვაჟა გერონტის ძე ჯინჯიხაძე, 3 ნოემბერი, 1988 – 1990
- თამაზ გველესიანი, 1990 – 1991
- გურამ აბსანძე, 1991 – 6 იანვარი, 1992
- მიხეილ ჯიბუტი, 24 ნოემბერი, 1992 – 10 დეკემბერი, 1993
- ვლადიმერ პაპავა (მოვალეობის შემსრულებელი) 10 დეკემბერი, 1993 – 24 ივნისი, 1994
- ვლადიმერ პაპავა, 24 ივნისი, 1994 – 14 მაისი, 2000
- ივანე ჩხარტიშვილი, 14 მაისი, 2000 – ნოემბერი, 2001
- გიორგი გაჩეჩილაძე, ნოემბერი, 2001 – ნოემბერი, 2003
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები
- ირაკლი რეხვიაშვილი, 14 იანვარი, 2004 – 1 ივნისი, 2004
- კახა ბენდუქიძე, 1 ივნისი, 2004 – 14 დეკემბერი, 2004
- ალექსი ალექსიშვილი, 17 დეკემბერი, 2004 – 30 ივნისი, 2005
- ირაკლი ჩოგოვაძე, 30 ივნისი, 2005 – 10 ნოემბერი, 2006
- ირაკლი ოქრუაშვილი, 10 ნოემბერი, 2006 – 17 ნოემბერი, 2006
- გიორგი არველაძე, 20 ნოემბერი, 2006 – 2 ნოემბერი, 2008
- ეკატერინე შარაშიძე, 2 ნოემბერი, 2008 – 9 დეკემბერი, 2008
- ლაშა ჟვანია, 9 დეკემბერი, 2008 – 21 აგვისტო, 2009
- ზურაბ პოლოლიკაშვილი —26 აგვისტო, 2009 – 25 ივნისი, 2010
- ვერა ქობალია, 30 ივნისი, 2010 – 25 ოქტომბერი, 2012
- გიორგი კვირიკაშვილი, 25 ოქტომბერი, 2012 – 1 სექტემბერი, 2015
- დიმიტრი ქუმსიშვილი, 1 სექტემბერი, 2015 — 27 ნოემბერი, 2016
- გიორგი გახარია, 27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
- დიმიტრი ქუმსიშვილი (მეორეჯერ), 13 ნოემბერი, 2017 – 21 ივნისი, 2018
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს [4]) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
- გიორგი ჩერქეზიშვილი, 21 ივნისი, 2018 – 14 ივლისი, 2018
- გიორგი ქობულია, 14 ივლისი, 2018 – 18 აპრილი, 2019
- ნათია თურნავა, 18 აპრილი, 2019 – 9 თებერვალი, 2022
- ლევან დავითაშვილი, 9 თებერვალი, 2022 – დღემდე
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|