საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა (ფრანგ. La Deuxième République) — რესპუბლიკური მთავრობის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც არსებობდა საფრანგეთში 1848 წლის 4 ნოემბრიდან 1852 წლის 2 დეკემბრამდე, ნაპოლეონ III-ის გადატრიალებიდან მეორე იმპერიის დაარსებამდე. მეორე რესპუბლიკის პერიოდში დაიძაბა ვითარება „სოციალური და დემოკრატიული რესპუბლიკასა“ და რესპუბლიკის ლიბერალურ ფორმას შორის. ამ დაძაბულობამ 1948 წლის აჯანყებისას იფეთქა.