საფრანგეთის ლიგის თასი (ფრანგ.Coupe de la Ligue) — ფლეი-ოფის სისტემის მქონე ყოველწლიური საფეხბურთო გათამაშება საფრანგეთში. მასში მონაწილეობას იღებს 42 კლუბი საფრანგეთის სამი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონიდან. ტურნირი დაარსდა 1994 წელს. გამარჯვებული კლუბი გადის უეფა-ს ევროპა ლიგაზე.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია პარიზის „პარი სენ-ჟერმენი“, რომელმაც 9-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „პარი სენ-ჟერმენი“.