საფრანგეთის ალპები

საფრანგეთის ალპები
მონბლანის მასივი
მონბლანის მასივი
კოორდინატები: 45°50′01″ ჩ. გ. 06°51′54″ ა. გ. / 45.83361° ჩ. გ. 6.86500° ა. გ. / 45.83361; 6.86500
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიგრძე 330 კმ
საფრანგეთის ალპები — საფრანგეთი
საფრანგეთის ალპები

საფრანგეთის ალპები — დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთში. მოქცეულია რონა-ალპებისა და პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ფარგლებში. სიგრძე დაახლოებით 330 კმ. განარჩევენ მთიან-მყინვარულ რელიეფიან (მონბლანის მასივი, კოტისა და გრაის ალპები და სხვა), წიწვოვანი ტყით, სუბალპური და ალპური მდელოებით შემოსილ ჩრდილოეთ საფრანგეთის ალპებს და შედარებით დაბალ სამხრეთ საფრანგეთის ალპებს (პროვანსისა და ზღვისპირა ალპები), რომლისთვისაც დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის ჰავისა და ლანდშაფტის ელემენტები. გეოლოგიური თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვანია. აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. საფრანგეთის ალპების ფარგლებში მდებარეობს ქალაქები: გრენობლი, შამონი, ანესი, შამბერი, ალბერვილე.

საფრანგეთის ალპების ფარგლებშია: გრაის ალპები, დოფინეს ალპები, კოტის ალპები, ზღვისპირა ალპები, სავოიის ალპები.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!