„სასტუმრო რუანდა“ (ინგლ. Hotel Rwanda) — რეჟისორ ტერი ჯორჯის მიერ 2004 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. 2005 წელს პოლ რუსეზაბაჯინამ, რომლის ისტორიაც საფუძვლად დაედო სცენარს, მიიღო აშშ-ის უმაღლესი ჯილდო — თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.
სიუჟეტის აღწერა
ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის დაძაბულობა იწვევს ომს ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია კორუფცია. სასტუმროს მენეჯერი პოლ რუსასაბაჯინა ჰუტუს წარმომადგენელია, ხოლო მისი ცოლი, ტატიანა, ტუტსის. მათი ქორწინება უთანხმოების მიზეზია ჰუტუს ექსტრემისტებთან და იწვევს კონფლიქტს სასტუმროს მიმწოდებელთან, რომელიც ამავე დროს ადგილობრივი ძალადობრივი ტუტსების საწინააღმდეგო ორგანიზაციის ლიდერია.
როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გაუარესდება, პოლი და მისი ოჯახი მეზობლების მკვლელობის მოწმენი არიან. პოლი კარგად იცნობს გავლენიან ადამიანებს, რომლებსაც ის ფულითა და ალკოჰოლით მოისყიდის, საკუთარი გავლენისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, რუანდის არმიის ოფიცერი ემუქრება პოლს და მის მეზობლებს, პოლი კი ძლივს ასწრებს მეზობლების უსაფრთხოების მიზნით მათი სასტუმროში გადაყვანას. სასტუმროს ასევე მოაწყდნენ ლტოლვილები გაეროს გადატვირთული ბანაკიდან, წითელი ჯვრიდან და თავშესაფრებიდან. პოლს სჭირდება ჯარისკაცების ყურადღების გადატანა, დევნილებზე ზრუნვა და ოჯახის შენარჩუნება, ასევე სასტუმროს მაღალი კლასის გმომსახნრების შენარჩუნება, რადგან ვითარება სულ უფრო მძაფრდება.
როლებში
ფინანსური მაჩვენებლები
17,5 მილიონი დოლარი ბიუჯეტით[1] ფილმმა თითქმის 34 მილიონი $ შემოსავალი მიიღო.[2]
ჯილდოები და ნომინაციები
- 2006 — BAFTA-ს ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის (კირ პირსონი, ტერი ჯორჯი)
- 2006 — გრემის ნომინაცია მხატვრული ფილმის საუკეთესო სიმღერისთვის ("Million Voices")
- 2005 — სამი ნომინაცია ოსკარი ს 77-ე დაჯილდოებაზე : საუკეთესო მსახიობი (დონ ჩიდლი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობი (სოფი ოკანედო), საუკეთესო ორიგინალური სცენარი (კირ პირსონი, ტერი ჯორჯი)
- 2005 — სამი ოქროს გლობუსის 62-ე დაჯილდოების ნომინაცია: საუკეთესო ფილმი — დრამა, საუკეთესო მსახიობი — დრამა (დონ ჩიდლი), საუკეთესო სიმღერა ("Million Voices")
- 2005 — სამი სატელიტის ჯილდოს ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი (დონ ჩიდლი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (სოფი ოკონედო), მსახიობის საუკეთესო შესრულება
- 2005 — ნომინაცია კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის (კირ პირსონი, ტერი ჯორჯი)
- 2005 — ნომინაცია დავით დი დონატელოს პრემიაზე საუკეთესო უცხოური ფილმისთვის
- 2005 წ. — ევროპული კინოაკადემიის პრემიაზე საუკეთესო კომპოზიტორისთვის (რუპერტ გრეგსონ-უილიამსი, ანდრეა გუერა)
- 2004 წელი — აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს მონაცემებით, წლის საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვედრა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო