სან-აგუსტინი (ესპ. Parque arqueológico de San Agustín) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ კოლუმბიაში, უილის დეპარტამენტში. მოსახლეობა დაახლოებით 30 000 კაცს შეადგენს. თავდაპირველად, ამ ადგილას 1752 წელს ალეხო ასტუდილიომ დააარსა სოფელი, რომელიც ადგილობრივი ინდიელების თავდასხმის შედეგად დაინგრა. დღეისათვის არსებული ქალაქის წინამორბედი 1790 წელს დააარსა ერასო მენდიგენამ.
ეს ტერიტორია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლუმბამდელი ამერიკის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც საკმაოდ იზიდავს როგორც კოლუმბიელ, ისე უცხოელ ტურისტებს, რაც ადგილობრივი ეკონომიკისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ძეგლი 1996 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
აქ კლიმატი საკმაოდ სასიამოვნოა, საშუალო ტემპერატურა 18ºC მთელი წლის განმავლობაში.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში