სამეფო გვიმრა (ლათ. Osmunda regalis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მოკლე, მსხვილი და დატოტვილი ფესურა აქვს. ფოთოლი ორჯერფრთისებრია, ძალიან დიდი – 1-1,5 მ-მდე – სიგრძისა. სორუსები ფოთლის ზედა ნაწილის ნაკვთების ორივე მხარეზე სხედან. სპორები ვითარდება მაის-ივნისში. იშვიათი მცენარეა. საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. იზრდება კოლხეთის დაბლობის ჭაობიან ტყეებსა და ჭაობებში. მისი პოპულაციები დაცულია კოლხეთის ეროვნულ პარკსა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში.
Osmunda-ს გვარის 12-13 სახეობა გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკული სარტყლის მთებში. საქართველოში მხოლოდ ეს სახეობაა.
გალერეა
-
ფოთლები
-
თესლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
- დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 16.