რუხი კარდინალი, ან რუხი უწმინდესობა (ფრანგ.éminence grise) — გამორჩეული გავლენის მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირი ან მრჩეველი, რომელიც მოქმედებს „კულისებს მიღმა“, არასაჯარო ან არაოფიციალურ თანამდებობაზე, ან თანამდებობის გარეშე, და ინარჩუნებს განსაკუთრებულ გავლენას ფორმალური თანამდებობების მქონე პირებსა და მათ შერჩევაზე.
ლეკლერკი მოხსენიებულია რამდენიმე პოპულარულ ნაშრომში. ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა ლეკლერის ინგლისური ბიოგრაფია სახელწოდებით რუხი უწმინდესობა. ფართოდ ცნობილია ასევე ჟან-ლეონ ჟერომის 1873 წლის ნახატი L'Éminence Grise, რომელზეც ლეკლერკი კიბეზე ჩამოდის და კარგად ჩანს მისდამი სხვა ადამიანების პატივისცემა. ლეკლერკი ნახსენებია ალექსანდრე დიუმას რომანში „სამი მუშკეტერი“, როგორც პერსონაჟი მამა ჯოზეფი, რიშელიეს ძლევამოსილი თანამოაზრე.
იაროსლავ კაჩინსკი ხშირად მიიჩნევა პოლონეთის რეალურ მმართველად. კაჩინსკის არ უკავია სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა, მაგრამ არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ორჯერ აირჩია, თუ ვინ გახდებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. არსებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ - როდესაც პარტიის ლიდერი უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი - კაჩინსკიმ თანამდებობაზე სხვა ადამიანები დანიშნა.[3][4][5] მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ოფიციალური თანამდებობა მთავრობაში, ის ხშირად ხვდება უცხოელ ლიდერებს და წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, მათ შორის, როგორც წარმომადგენლობითი ფუნქციის მატარებელი, ის შეხვდა ანგელა მერკელს,[6]დონალდ ტრამპს[7], ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვებს.[8]საქართველოში რუხ კარდინალად სხვადასხვა მიმომხილველები მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს.[9][10][11]
სქოლიო
↑O'Connell, D.P. (1968). Richelieu. New York: The World Publishing Company.