რუბენ ოსკარ პანიანინი (ესპ. Rubén Oscar Pagnanini; დ. 31 იანვარი, 1949, სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
კარიერა
საკლუბო კარიერა
რუბენ პანიანინი საკლუბო კარიერას 1968 წელს, არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ლა-პლატას „ესტუდიანტესში“ იწყებს. მის შემადგენლობაში 10 სეზონი რჩება, რომლის განმავლობაშიც ქვეყნის ჩემპიონატის 329 მატჩს თამაშობს და 22 ბურთი გააქვს. კლუბთან ერთად სამჯერ ზედიზედ (1968,[3] 1969,[4] 1970[5]) ლიბერტადორესის თასის მფლობელი ხდება. ასევე, იმარჯვებს კოპა ინტერამერიკანას[6] და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში (1968).[7]
1977–1979 წლებში იცავს არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას, სადაც ეროვნული ჩემპიონატის 70 შეხვედრაში ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს. „ინდეპენდიენტესთან“ ერთად, ორჯერ ზედიზედ, ნასიონალის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება (1977, 1978).
1980 წელს ბუენოს აირესის „არხენტინოს ჯუნიორსის“ რიგებში გადადის. თუმცა, ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.
1981 წლიდან ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ინაცვლებს (ინგლ. North American Soccer League) და ბლუმინგტონის (ინგლ. Bloomington, Minnesota) „მინესოტა კიქსის“ რიგებში აგრძელებს თამაშს. ამერიკულ კლუბში პანიანინი 13 შეხვედრას მართავს და თავის საფეხბურთო კარიერას ამავე წელს, აქვე ასრულებს.
სანაკრებო კარიერა
1978 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 4 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.[8][9]
სანაკრებო მატჩები
მიღწევები
საკლუბო
- ესტუდიანტესი
- ინდეპენდიენტე
სანაკრებო
- არგენტინა
ბიბლიოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო