რევაზ ყავლაშვილი (დ. 17 იანვარი, 1936, ლიხეთი, ამბროლაური) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.
1959-1960 წლებში პროფესიული საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილგაზმშენის" სარემონტო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად; 1960 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაშ. მუშაობდა "თბილსრესის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, "ენგურჰესის" მშენებლობის სამოქალაქო ბინათმშენებლობისა და "ვარდნილჰესების" კასკადის სამშენებლო სამმართველოებში უბნების უფროსად, "კაშხალმშენის" სამმართველოში მთავარ ინჟინრად. 1988 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ვარციხჰესის სამშენებლო სამმართველოს, მოგვიანებით - სააქციო საზოგადოება "საქჰიდროენერგომშენის" სახაზინო საწარმო "ვარციხჰესს"; 2000-2010 წლებში სათავეში ედგა "რიცეულაჰესის" (რაჭა) მშენებლობას.
ლიტერატურა
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017. გვ. 589
რესურსები ინტერნეტში