რევაზ ვარსიმაშვილი

რევაზ შალვას ძე ვარსიმაშვილი (დ. 30 სექტემბერი, 1930, ქუთაისი, — გ. 2017) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი (1996).

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. 1962-1965 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტ „საქკვებმრეწვსახპროექტში” განყოფილების გამგე. 1965 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მანქანების კათედრაზე (1990-2000 წლებში — კათედრის გამგე, 2000 წლიდან — ამავე კათედრის პროფესორი). ვარსიმაშვილის კვლევები ეხება არამრგვალი სივრცითი კბილანური გადაცემების თეორიას, არამრგვალი კბილანების დამზადების მეთოდებს პროგრამული მართვის სისტემების გამოყენებით, არამრგვალკბილანებიანი პლანეტარული და დიფერენციალური მექანიზმების კვლევას.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!