რაც გინახავს, ვეღარ ნახავ — 1965 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია მიხეილ ჭიაურელი. დაფუძნებულია ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესაზე.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ახალგაზრდა ხელოსან გოგიას და სოფლელ გოგოს ტასიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. საქორწილო მაყრიონის თანხლებით ტასიას სოფელში ჩასულ გოგიას საპატარძლო აღარ დახვდება — ტასიას ნათლიის, თავადის ქალის ბრძანებით, ის თავადის სახლში შინამოსამსახურედ წაიყვანეს. ხანშიშესულ თავადს ტასია მოეწონა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გოგიას მისი მეგობარი ყარაჩოხელები ეხმარებიან, რომ საცოლე დაიბრუნოს.
როლებს ასრულებენ
ეპიზოდებში
რესურსები ინტერნეტში