პორტუგალიის სამეფო — შუა საუკუნეებისა და ახალი დროის მონარქია დასავლეთ ევროპაში, პორტუგალიის თანამედროვე რესპუბლიკის წინამორბედი. 1248 წლიდან, ასევე ცნობილი იყო, როგორც პორტუგალიის და ალგარვის სამეფო, 1815-1822 წლებში, კი ცნობილი, როგორც პორტუგალიის, ბრაზილიის და ალგარვის გაერთიანებული სამეფო.
მე-15 და მე-16 საუკუნეების დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს პორტუგალიის სამეფო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლონიური იმპერიის ცენტრი გახდა და დიდი კულტურული გავლენები მოიპოვა თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის კონტინენტური ნაწილზე უდიდესი პორტუგალიური კოლონიის — ბრაზილიის დაარსება.
1580-1640 წლებში პორტუგალია მეზობელ ჰაბსბურგების ესპანეთის სამეფოსთან ერთად იყო იბერიის უნიის წევრი. ამ პერიოდში ესპანეთის ჰაბსბურგი მეფეების: ფილიპე II, ფილიპე III და ფილიპე IV („ფილიპეების დინასტია“, როგორც მას პორტუგალიელები უწოდებდნენ) მმართველობა ვრცელდებოდა მთელს იბერიის ნახევარკუნძულზე. პორტუგალიის სახელმწიფოს დასუსტებამ უნიის პერიოდში გამოიწვია პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დაშლა.
ლიტერატურა