პოლონეთის გერბი |
---|
|
დეტალები |
პოლონეთის გერბზე გამოსახულია თეთრი არწივი წითელ ფონზე.
თეთრი არწივი პოლონეთის ლეგენდარული სიმბოლოა უძველესი დროიდან.
ოფიციალურ სიმბოლოდ პირველად გამოყენებულ იქნა მეფე ბოლესლავ I-ის (992-1025) მიერ. საბოლოოდ დამკვიდრდა ამ სტატუსით მე-13 საუკუნეში.
გერბის თანამედროვე ვარიანტი მიღებულ იქნა 1927 წელს.