პირველი დასი

პირველი დასი, XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი, ჰუმანისტურ დემოკრატიული მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები რევოლუციურ-დემოკრატიული და უტოპიურ სოციალისტური იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ ჟურნალ-გაზეთებში („საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“ და სხვა).

პირველდასელთაგან ზოგი საზოგადოებრივ ასპარიზზე გამოჩნდა უკვე 1861 წელს „ცისკრის“ ფურცლებზე. პირველდასელები მეორედასელ რადიკალ-დემოკრატებთან და ხალხოსნებთან ერთად შეადგენდნენ რევოლიცურ დემოკრატიულ ბანაკს, ოღონდ მათგან რამდენიმე განსხვავებული თვალსაზრისით უდგებოდნენ ეროვნულ-სოციალურ და საკაცობრიო პრობლემებს, იბრძოდნენ ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ.

პირველი დასს მეთაურობდა ილია ჭავჭავაძე, რომელთანაც ახლო იდგნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, უფრო გვიან — ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა და სხვები.

ლიტერატურა


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!